24 იანვარის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმეებითა და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. იყავით ყურადღებით დეტალებისადმი. ვალდებულებების მიუხედავად ნუ დაივიწყებთ პირად ცხოვრებასაც.

კურო
მშვიდად და აუღელვებლად შეხვდით ცვლილებებს. საღამო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მეტად გამოავლინეთ კულინარიული ნიჭი.

ტყუპი
კოლეგებთან და უფროსთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები, სამომავლო გეგმები, მაგრამ მათი განხორციელება არ იჩქაროთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიახლოვებთ მათ, დაიცავით დისტანცია. საღამო შვილებთან, საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ლომი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის; კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მეგობრებთან ერთად გატარებული საღამო განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ქალწული
გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და შანსი, რომელიც დღეს საქმეების გასაუმჯობესებლად მოგეცემათ. გამონახეთ დრო და ბავშვებთან ერთად სკვერში გაისეირნეთ.

სასწორი
შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ურთიერთობაში გამოავლინეთ მეტი დიპლომატია. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებათ.

მორიელი
საქმეებით დატვირთული დღე გელით. ეცადეთ, ყურადღებით იყოთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ. ზოგიერთს დაწინაურება ელის, ზოგს – პრემია.

მშვილდოსანი
მეტი ყურადღება გმართებთ მიმდინარე საკითხების მიმართ. დაკვირვებულად იმოქმედეთ და ხშირად გაიღიმეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
დღეს მეტად მოგეთხოვებათ დისციპლინა, საქმეებისამი მეტად გამოავლინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
დღეს დარწმუნდებით, რომ თქვენ მიერ არჩეული გზა წარმატებას მოგიტანთ. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. საღამოს სახლში დარჩენას მეგობრებთან გართობა არჩიეთ.

თევზები
სამსახურში შეინარჩუნეთ სერიოზული იერი. იყავით მეტად დაკვირვებული. საღამოს საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები