ვერძი
მძიმე და ნეგატიური დღეა, რომელსაც თან ახლავს ფუჭი იმედები, აუსრულებელი ოცნებები, იმედგაცრუება და დეპრესია. არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი. მოსალოდნელია ტრავმა ან სტრესი. ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ იმ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, რომელშიც კარგად ერკვევით. ერიდეთ რისკს, გადაღლას, ელექტრომოწყობილობებს, მჭრელ და მჩხვლეტ საგნებს. თავი დაანებეთ ექსპერიმენტებს და მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ.
კურო
ბედი ცხოვრების უეცარ ცვლილებას გიმზადებთ. ინტუიცია და წინდახედულება დაგეხმარებათ, შემოსავალი მიიღოთ. სარისკო საქმეებიდანაც კი იხეირებთ, თუ დროზე შეჩერება შეძელით. იღბალი თქვენს მხარესაა, მაგრამ კონფლიქტიც გელით, რომელსაც გრძელვადიანი შედეგები ექნება. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ.
ტყუპები
ამ დღეს შეგიძლიათ ისეთ საქმესაც კი შეეჭიდოთ, რომელზეც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ. თქვენი მონდომება და პრინციპულობა გარშემომყოფთა თვალში ავტორიტეტს აგიმაღლებთ. ნებისმიერი შეხვედრა წარმატებით დასრულდება და საერთო აზრამდე ძალიან მარტივად მიხვალთ. უარს ნუ იტყვით დახმარებაზე, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა ჩანდეს თავიდან.
კირჩხიბი
გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს თქვენი მოქმედებები საყოველთაოდ მიღებულ კანონებს ეწინააღმდეგებოდეს. ჩანაფიქრის მიღწევა გაგიჭირდებათ. შესაძლოა, სამსახურსა თუ სახლში საკუთარი ავტორიტეტის დაცვა მოგიწიოთ. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯის გამო თქვენი საფულე მნიშვნელოვნად შეთხელდება. არსებობს უბედური შემთხვევის რისკი.
ლომი
ამ დღეს არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი. მოსალოდნელია ტრავმა და ცუდი ამბის გაგებასთან დაკავშირებული ნერვული სტრესი. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, სარისკო მოქმედებებსა და მჭრელ საგნებთან ურთიერთობას.
ქალწული
კვირის ბოლო პესიმისტური და დეპრესიული განწყობითაც კი გამოირჩევა. გირჩევთ, ამ განწყობაზე ნუ დარჩებით და ოჯახური საკითხების მოგვარებაზე გადაერთოთ. ბავშვებთან ურთიერთობაში ეცადეთ, ტონს არ აუმაღლოთ. ნუ ეცდებით, საკუთარი სიმართლე ნებისმიერ ფასად დაამტკიცოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახში ჰარმონიულ ურთიერთობას დიდხანს ვერ მიაღწევთ.
სასწორი
გირჩევთ, მკლავები დაიკაპიწოთ და რაიმე ახალი საქმის კეთებას შეუდგეთ. შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან სერიოზული ურთიერთობა დაამყაროთ. ერიდეთ მეტისმეტად რომანტიკულ თავგადასავლებს, რომლებმაც შეიძლება არასასურველი შედეგი მოგიტანოთ. კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად ბუნებაში გაემგზავრებით. ეს თქვენც სასიკეთოდ წაგადგებათ და ბავშვებსაც.
მორიელი
აქტიური, დაძაბული დღეა, რომელიც ხელსაყრელია გარიგებებისა და მოლაპარაკებების დასაწყებად, იურიდიული კონსულტაციისა და ინფორმაციის მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ პრინციპული მოქმედებები და მიზნისკენ დამაჯერებელი სვლა პერსპექტიული საქმეების დაგეგმვასთან უნდა შეათავსოთ. მნიშვნელოვანი ოჯახური საკითხების გადაჭრაში ინტუიცია და დამოუკიდებლობა დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
საფრთხის შემცველი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, სარისკო მოქმედებებს და ექსტრემალურ გართობას მოერიდოთ. მოსალოდნელია სიყვარულში წარუმატებლობა და კონფლიქტი გარეშე ადამიანებთან (შესაძლოა, მეზობლებთან), რაც თქვენთვის სასარგებლოდ არ დასრულდება. ამ დღეს ცვალებად განწყობაზე იქნებით. შესაძლოა, თავის ტკივილმა ან ინფექციურმა დაავადებამ შეგაწუხოთ.
თხის რქა
შინაგანი ძალების გამოღვიძებისა და გარდასახვის დღეა. საინტერესო მოგზაურობა ან უეცარი ნაცნობობა გელით, რომელიც ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ და უამრავ სასიამოვნო მოგონებას დაგიტოვებთ. მიუძღვენით ეს დღე მატერიალური პრობლემების მოგვარებას და ყველაფერ იმას, რაც პირად კეთილდღეობას უკავშირდება. ეცადეთ, ბავშვებთან ურთიერთობის დროს ტონს არ აუწიოთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა მხიარულებისა და ახალი ნაცნობობისთვის. თუ საღამოს მეგობრებმა ან ნათესავებმა თქვენთან სტუმრობა დაგეგმეს, თავაზიანად დასთანხმდით, რადგან მათთან ურთიერთობა თქვენთვის სასარგებლო იქნება.
თევზები
ეს დღე ხელსაყრელია მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე ადამიანებისთვის. კარგი პერიოდია მოლაპარაკებების საწარმოებლად, გარიგებებისა და იურიდიული სახის კონსულტაციებისთვის. მიზნისკენ დამაჯერებლად სვლის პარალელურად, ეცადეთ ახალი, პერსპექტიული საქმეებით დაინტერესდეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს საკუთარ ინტუიციას ენდეთ.