24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. მამაკაცებს თავიანთი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ. ახალი პროექტის წარმატებისთვის პარტნიორებისა და გავლენიანი მფარველების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში ძველ მეგობრებთან შეხვედრა გელით. ეცადეთ, ძველი წყენა და გაუგებრობა არ გაიხსენოთ.

კურო
შესაძლოა, მომგებიანი წინადადება შემოგთავაზონ, რომელიც კარგად უნდა გაიაზროთ. ამჟამად, თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, რაც საქმიანი უნარების გამოვლენაში ხელს გიშლით. გირჩევთ, სამუშაო ადგილი არ შეიცვალოთ, თუმცა კარგი იქნება, დამატებითი შემოსავლის წყარო მოიძიოთ.

ტყუპები
ეცადეთ, ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. სამსახურში მოსალოდნელია ჭორები და ცილისწამება. ვიღაც ძალიან ცდილობს, რომ უსიამოვნებებში გაგხვიოთ.

კირჩხიბი
ამ დღეს უამრავი მოულოდნელობა გელით. შესაძლოა, მომგებიანი კონტრაქტი შემოგთავაზონ. გირჩევთ, აქტიური მოქმედებებისგან თავი შეიკავოთ და დრო და ენერგია დაზოგოთ. დიდი ხანია, სამსახურის შეცვლა გსურთ, მაგრამ ჯერჯერობით ამის დრო არ დამდგარა. კარიერული წარმატება თქვენგან მნიშვნელოვან მატერიალურ ხარჯებს მოითხოვს.

ლომი
ამ დღეს მამაკაცებს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცემათ. საკუთარი შარმის, ფანტაზიისა და გამომგონებლობის დამსახურებით ყურადღების ცენტრში მოექცევით და ნებისმიერ სირთულეს გადალახავთ. მამაკაცებს ძველ მეგობრებთან შეხვედრა ელით. გირჩევთ, ძველ წყენასა და გაუგებრობებს ნუ გაიხსენებთ. სიზმარში ციფრებისა და ვარსკვლავების ნახვა მოულოდნელ შეტყობინებას ნიშნავს.

ქალწული
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ახალი პროექტის წარმატებისთვის საქმიანი პარტნიორებისა და გავლენიანი მფარველების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. პარტნიორებთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება. გამორიცხული არაა, დიდი ხნის ოცნება აისრულოთ.

სასწორი
ცვლილებებისა და განახლების დღეა. მოსალოდნელია კარიერული ცვლილებები. სავარაუდოდ, საქმიან წინადადებას შემოგთავაზებენ, რომელიც კარგად უნდა გაიაზროთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ, საკუთარი პოზიციები გაიმყაროთ. გირჩევთ, დაავადების სიმპტომები უყურადღებოდ არ დატოვოთ.

მორიელი
მიმდინარე მოვლენების ობიექტური შეფასება შეცდომებისგან დაგიცავთ. ბიზნესის გაფართოებამდე და დასვენების დაგეგმვამდე საკუთარი შესაძლებლობები კარგად უნდა გათვალოთ. ნურავის მოუყვებით საკუთარი გეგმების შესახებ, თორემ შეიძლება არაკეთილმოსურნეთა ყურადღება მიიქციოთ. ეცადეთ, უფროსთან და კოლეგებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. პრობლემებთან გამკლავებაში საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი
უფრთხილდით არაკეთილმოსურნეთა ჭორებსა და ცილისწამებას. ურთიერთობაში სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ – მოსალოდნელია აგრესია. არახელსაყრელი დროა აქტიურობისა და ძირეული ცვლილებებისთვის. გირჩევთ სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში წახვიდეთ და ბნელ ქუჩებში მარტო სეირნობას მოერიდოთ.

თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. თქვენი აქტიურობა და საქმიანი უნარები უფროსსა და კოლეგებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. შესაძლოა, ის ოცნება აისრულოთ, რომელიც ბოლო დროა, არ გტოვებთ.

მერწყული
ამ დღის დევიზია მშვიდობა, თანხმობა და სიყვარული. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ტყეში და წყლის პირას სეირნობისა და გართობისთვის. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ, რაც ორივეზე სასიკეთოდ აისახება. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი შეტყობინება მომავალი კვირის გეგმებს შეგაცვლევინებთ.

თევზები
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. გადაღლის შედეგად დიდია უბედური შემთხვევების რისკი. დახმარების იმედი ნუ გექნებათ, ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები, რაც შეიძლება დაშორებით დასრულდეს. ეცადეთ, მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები