24 ცოლის ყოლის გამო, კანადელი მამაკაცი გაასამართლეს

85
SHARE

კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა მრავალცოლიან უინსტონ ბლეკმორს. ის 24 ქალთან იმყოფებოდა ქორწინებაში. მეორე ბრალდებული ჯეიმს ოლერი ასევე დამნაშავედ სცნეს, ის ქორწინებაში 5 ქალთან იმყოფებოდა.
განაჩენის თანახმად, ბლეკმორმა შინაპატიმრობაში ექვსი თვე უნდა გაატაროს, ოლერმა კი -სამი. გარდა ამისა, მათ საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება დაევალათ.
პირველად ბლეკმორი 1975 წელს დაქორწინდა. 61 წლის კანადელის ოთხი ცოლი, მათი ქორწინების მომენტში, 15-15 წლის იყო. მთლიანობაში ეს მრავალცოლიანი მამაკაცი 149 შვილის მამა გახდა. ბლეკმორი და ოლერი კანადის პირველი მოქალაქეები გახდნენ, რომლებიც პოლიგამიის გამო გაასამართლეს.
ორივე მათგანი მორმონების, იესო ქრისტეს ბოლო წმინდა დღეების ფუნდამენტური ეკლესიის მიმდევრები არიან. მართალია, ამ ორგანიზაციამ უარი თქვა პოლიგამიაზე ჯერ კიდევ 91-ე საუკუნეში, მაგრამ მორმონები – ფუნდამენტალისტები ამ პრაქტიკას დღემდე მისდევენ. კანადის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ბლეკმორის პასუხისგებაში მიცემას, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა რელიგიური მრწამსის თავისუფლებასთან. 2011 წელს სასამართლო წესით გადაწყდა, რომ პოლიგამიის შედეგები იძლევა იმის საფუძველს, რომ რელიგიური თავისუფლებების შეზღუდვა მომხდარიყო, ამიტომაც 2014 წელს ბლეკმორს და ოლერს შესაბამისი ბრალდება წარუდგინეს.

FB კომენტარები

კომენტარი