24 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

42
SHARE

ვერძი
კარგი დღეა დიდი ხნის ნანატრი ოცნებების, იდეების განსახორციელებლად. სასიყვარულო პარტნიორი რომანტიკული და სექსუალური თავგადასავლებით გაანებივრეთ.

კურო
მიზანდასახული ხართ. დაკვირვებულად იმოქმედეთ. დღეს თანამოაზრეებსაც და სპონსორებსაც ადვილად გაიჩენთ. საყვარელ ადამიანს ენატრებით და შეეხმიანეთ, შეურიგდით. საღამოს სიურპრიზი და სიყვარულში გამოტყდომა გელით.

ტყუპი
თუ მოიდომებთ, ისე ნაყოფიერად იმუშავებთ, რომ კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებთ. საღამო აქტიურ დასვენებას, სპორტულ ვარჯიშებს დაუთმეთ.

კირჩხიბი
თქვენი დღევანდელი მისიაა, გონება და სხეული ყოველგვარი ზედმეტისგან გაათავისუფლოთ. ჩამოწერეთ ფურცელზე ყველაფერი ის, რაც გაღიზიანებთ, – შიში, ძველი წყენა. კარგი დღეა დიეტისთვის, განტვირთვის დღის მოსაწყობად.

ლომი
ნუ დაგეგმავთ ჩვეულებრივ საქმეებს, უჩვეულო გართობა მოიწყვეთ. კარგი დღეა მოგზაურობისა და ექსკურსიისთვის. ექსტრემალური დასვენება შთაბეჭდილებებითა და ენერგიით აგავსებთ.
ქალწული
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, განახორციელეთ იდეები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი
დღეს შეიძლება აცხადდეს ყველაფერი, რაც ჩაიფიქრეთ. ამიტომ, ეცადეთ, ოცნებები და სურვილები მაქსიმალურად სუფთა, უბოროტო გქონდეთ.

მორიელი
ცვლილებების დღეა. მოსალოდნელია სამსახურის, მისამართის შეცვლა. საინტერესო ადამიანების გაცნობა. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი შინაგან დაძაბულობას მოგიხსნით.

მშვილდოსანი
დღეს ადვილად მიაღწევთ სასურველს. მარტივად დააინტერესებთ საქმიან პარტნიორებს და არ გაგიჭირდებათ ახალი იდეების განხორციელება.

თხის რქა
სიურპრიზებით აღსავსე დღეა. შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ, ახალ მეგობრებს გაიჩენთ. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

მერწყული
დილიდან პოზიტიურად უნდა განეწყოთ. დღეს უმცროს თაობასას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და ყვავილებს, შინაურ ცხოველებს მოუაროთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

თევზები
დღეს მოსალოდნელია დიდი ხნის უნახავ მეგობართან შეხვედრა. ზოგადად, დღე პოზიტიური მოვლენებით იქნება აღსავსე. კარგია ექსპერიმენტების ჩატარება და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება. საყვარელ ადამიანთან მოულოდნელი შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი