24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

190
SHARE

ვერძი
საქმიანი შეხვედრისას მეტი ყურადღება გმართებთ პარტნიორების მიმართ. იყავით მეტად კომუნიკაბელური და გახსნილი გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. საყვარელი ადამიანის მცირე ჭირვეულობა უნდა მოითმინოთ.

კურო
კარგი დღეა შემოქმედებითი და საქმიანი იდეების განსახორციელელად. მეტად გამოაჩინეთ ლიდერის თვისებები. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ან დღეს დაწყებული საქმე ფულს მოგიტანთ.

ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტი დელიკატურობა გმართებთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კირჩხიბი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ და ეცადეთ, დღის განმავლობაში ფიზიკურად აქტიური იყოთ. მოაგვარეთ დაგროვილი პრობლემები. საღამო მეგობრებთან ერთად მყუდრო გარემოში გაატარეთ.

ლომი
დღეს ნუ მოცდებით სხვათა პრობლემების გამო. უპირატესობა საკუთარ საქმეებს მიანიჭეთ. საყვარელი ადამიანი სურვილებს აგისრულებთ.

ქალწული
დილიდან აქტიური და ენერგიული უნდა იყოთ. განსაკუთრებით, მუშაობისას. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

სასწორი
მხიარული და დასამახსოვრებელი დღე გელით. საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. საღამო ბინის კეთილმოწყობას დაუთმეთ.

მორიელი
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, მუშაობა არ გაგიჭირდებათ. საღამო მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმეთ (ალკოჰოლის გარეშე).

მშვილდოსანი
საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით, თავგადასაველები და გართობა. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. საღამოს საოჯახო საქმეები მოაგვარეთ.

თხის რქა
დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამო – ან რომანტიკას, ან მეგობრებთნ შეხვედრას.

მერწყული
გაინებივრეთ თავი სიახლეებით. კარგი დღეა შოპინგისთვის და მეგობრებთან შესახვედრად. ოჯახის წევრები ყველა საქმის მოგვარებაში დაგეხმარებიან.

თევზები
გააქტიურდით საქმეების მოგვარებისას. საღამო რომანტიკას დაუთმეთ. საყვარელი ადამიანი სინაზით გაგანებივრებთ. შეიძლება სასიყვარულო თემაზე ლექსებიც დაწეროს.

წყარო:http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი