24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

79
SHARE

ვერძი
კარგად დაფიქრდით, სანამ ახალ საქმიანობას მოკიდებთ ხელს. მეტად დაისვენეთ, კარგია კონტრასტული შხაპი, იოგა. აკონტროლეთ სიტყვები, რომლებსაც საყვარელ ადამიანს ეუბნებით.

კურო
აქტიური და მხიარული ხართ. კარგი დღეა სურვილების ასასრულებლად. ბიზნესის განვითარების ახალი შანსი გამოგიჩნდებათ. მოეშვით საყვარელ ადამიანზე უსაფუძვლო ეჭვიანობას.

ტყუპი
დილა ვარჯიშით, სირბილეთ დაიწყეთ. აკეთეთ მხოლოდ ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. სასიყვარულო თავგადასავლის გამო ნუ გაიფუჭებთ სამსახურის საქმეებს.

კირჩხიბი
დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით და ეცადეთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. ნუ მოკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რომელშიც დილეტანტი ხართ. კარგია კონტრასტული შხაპი, მედიტაცია.

ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ დოკუმენტებთან მუშაობა. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად, უმჯობესია, ქალაქგარეთ გაემგზავროთ. საყავრელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მზრუნველი, მაგრამ არა მომაბეზრებელი.

ქალწული
დღეს საქმეებისგან უნდა დაისვენოთ. სხვა დღისთვის გადადეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებაც. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

სასწორი
საოჯახო საქმეები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისას მეტი ტაქტი გმართებთ.

მორიელი
მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. ოჯახთან ერთად გაისეირნეთ ქალაქგარეთ. საღამო თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. სხვა დღისთვის გადადეთ სპორტული აქტიურობა, ფიზიკური დატვირთვა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა

გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ნუ ხართ ეგოისტურად განწყობილი. მუშაობისას სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ. საყვარელი ადამიანი საჩუქრით გაანებივრეთ.

მერწყული
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ დასასვენებლად. ნუ გაიხსენებთ წარსულ წყენას. კრიტიკისგან თუ თავს შეიკავებთ, კონფლიქტს აიცილებთ.

თევზები
მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს, გამოუსადეგარი ნივთების შეძენას. კარგი დღეა ცურვისა და სირბილისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი