24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

81
SHARE

ვერძი
კარგი დღეა პროექტების, იდეების განხორციელებისთვის. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კურო
სამსახურის საქმეების გამო ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

ტყუპი
დღეს ყველა საქმისა და შეხვედრისგან სარგებელს ნახავთ, თუ აკურატულად და გააზრებულად იმოქმედებთ.

კირჩხიბი
სამსახურის საქმეები კოლეგებს გადაუნაწილეთ, ოჯახური – ნათესავებს, თავად კი მეტად დაისვენეთ და მიხედეთ ჯანმრთელობას.

ლომი
მოერიდეთ სარისკო და აზარტულ საქმიანობას. არ ინერვიულოთ და ნუ აიღებთ დამატებით სამუშაოს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულს.

ქალწული
სამსახურის საქმეების პარალელურად ოჯახური საკითხებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდება და ნათესავების მოვლაც თქვენ დაგევალებათ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

სასწორი
ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. რჩევისთვის ნათესავებსა და მეგობრებს მიმართეთ.

მორიელი
კარგი დღეა შეხვედრებისთვის, ახალი ნაცნობობისა და ძველი კონტაქტების გასაახლებლად. მგზავრობა და ოჯახური წვეულება განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი
პროექტებისა და იდეების განხორციელება ორშაბათისთვის გადეთ. დღეს დაისვენეთ და გაერთეთ. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.

თხის რქა
მარტოობამ თუ თავი მოგაბეზრათ, გაერთეთ ფლირტით. რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს.

მერწყული
მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისგან.

თევზები
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მეტი ყურადღება გმართებთ შვილების მიმართ.

FB კომენტარები

კომენტარი