23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა – რატომაა ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ

2023 წლის 23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა. ეს დღე ასტროლოგიაში დიდი ენერგეტიკის მატარებელ თარიღად ითვლება და ძველად განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ, სპეციალური რიტუალები ჰქონდათ და ყოველთვის ასრულებდნენ.
რა უნდა გავაკეთოთ შემოდგომის ბუნიობის დღეს: ზოგადი რეკომენდაციები
ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. მიეცით საკუთარ თავს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა. ნუ წამოიწყებთ კონფლიქტს, ნუ ჩაერთვებით ჩხუბში, ითვლება, რომ ამ დღეს დიდი ენერგია აქვს და ეს ნეგატიური ფონი დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ. აანთეთ სურნელოვანი სანთლები, დაისხით ჩაი და დაისვენეთ.
შეეცადეთ, 23 სექტემბერს ადრე გაიღვიძოთ და გაღვიძებისთანავე შხაპი მიიღოთ. ითვლება, რომ ამ გზით დაგროვილ ნეგატივს ჩამოირეცხავთ და ახალი სასიცოცხლო მუხტით აივსებით.
დაუთმეთ დრო მადლიერების გამოხატვას. გამოხატეთ მადლიერება სამყაროს მიმართ. დააფასეთ ყველა სიკეთე, გამართლება, კარგი ამბავი, რაც აქამდე ყოფილა და სამყარო მოგცემთ შანსს, რომ წინ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ.
გარდა ამისა, შემოდგომის ბუნიობის დღეს, იქამდე 3 დღით ადრე და 3 დღის შემდეგაც, რაიმე ახალი საქმე არ წამოიწყოთ და არც რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოთ. შესაძლოა, თქვენი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდეს. პრიორიტეტი არსებული საქმეების დასრულებას მიანიჭეთ, თვის ბოლოდან კი ახალ პროექტებზეც იფიქრეთ.
რიტუალები შემოდგომის ბუნიობის დღისთვის:
ძველად თვლიდნენ, რომ ამ დღეს სანთლების ანთებას კიდევ უფრო მეტი ძალა ჰქონდა. თუ ფინანსური წარმატების მიღწევა გსურთ, მწვანე სანთელი დაამზადეთ, ან შეიძინეთ, სიყვარულისთვის წითელი, ურთიერთობებში ჰარმონიისთვის ყვითელი. ანთებისას გონებაში თქვენს სურვილებზე იფიქრეთ და წარმოიდგინეთ ის შეგრძნებები, რაც აღნიშნული სურვილების ასრულების შემთხვევაში დაგეუფლებათ. წარმოიდგინეთ ისიც, რომ თქვენი სურვილი პატარა ნაპერწკალია, რომელიც იფეთქებს და დიდ ბურთად გადაიქცევა. შემდეგ კი გონებაში აღნიშნული ბურთი გაათავისუფლეთ და სამყაროში გაუშვით. ითვლება, რომ მედიტაციის ეს ფორმა ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ და გონებაში შემუშავებული სურვილების ბურთი მართლაც გაიბნევა სამყაროში.
ფულის მოსაზიდად ხალიჩაზე 3 მონეტას დებდნენ. ოჯახის ყველა წევრმა ამ მონეტებზე უნდა გაიაროს. ამის შემდეგ მონეტები იზოლირებულ ადგილზე მოათავსეთ და ყოველთვის, როცა მას წააწყდებით, გაიმეორეთ: “მას ჩემს სახლში ფინანსური კეთილდღეობა და ბედნიერება მოაქვს.”
სიყვარულის მოსაზიდად კი საკუთარი ხელით ნამცხვარი უნდა გამოაცხოთ. ნამცხვარი მხოლოდ თქვენ უნდა შეჭამოთ, ამიტომ უმჯობესია, თუ მცირე ულუფას მოამზადებთ. ცომის მოზელისას თქვით: “ბედნიერება და ურთიერთსიყვარული არ მტოვებს.”
გაათავისუფლეთ ამ დღეს სახლი ზედმეტი ნივთებისაგან. ითვლება, რომ ამ გზით წარსულში დაგროვილი ყველა ცუდი ემოცია სახლიდან გაგაქვთ. გადახედეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს და საბოლოოდ დაუსვით წერტილი. თუ ფიქრობთ, რომ დიეტის დაწყება გჭირდებათ და ამისთვის ორშაბათს უცდით, აღარ გადადოთ, სწორედ შემოდგომის ბუნიობის დროს დაიწყეთ. თუ ნივთების გადაყრა გენანებათ, გააჩუქეთ ან გაყიდეთ. ასევე, ასტროლოგების თქმით, აუცილებელია ჩვენი ციფრული ტექნიკაც გავწმინდოთ – გაასუფთავეთ ტელეფონისა და კომპიუტერის მეხსიერება, წაშალეთ არასაჭირო ფაილები, ფოტოები თუ კონტაქტები.
დაწერეთ პატარა ფურცელზე იმ მავნე ჩვევებისა თუ ურთიერთობების შესახებ, რომელთა მოშორებაც გინდათ. შემდეგ ხმამაღლა წაიკითხეთ, დაწვით ფურცელი და ფერფლი ქარს გაატანეთ. ამ რიტუალის შემდეგ შვებას იგრძნობთ და სამყაროც დაგეხმარებათ, რომ სურვილები აისრულოთ.

წყარო: https://www.beaumonde.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები