23 საშუალება არეული ტვინის და ემოციების დასალაგებლად – არტ-თერაპევტის რჩევები

ხდება ხოლმე ისე გვიტევენ ემოციები, აზრები გვერევა, საჭირო სიტყვებს ვერ ვიხსენებთ, ფიქრები სინათლის სისწრაფით დაქრიან გონებაში და გვეჩვენება, რომ ტვინი ცოტაც და აფეთქდება. ამ შემთხვევაში არტთერაპევტის ვიქტორია ნეზარევიჩის მარტივი რჩევები დაგეხმარებათ. თქვენ მხოლოდ ფურცელი და ფანქარი დაგჭირდებათ. შესრულების ტექნიკას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ხატოთ

დაიღალე? – დახატე ყვავილები

ბრაზობ? – დახატე ხაზები

გტკივა? – გამოძერწე

მოწყენილი ხარ? – გააფერადე ფურცელი სხვადასხვა ფერებით

დასევდიანდი? – დახატე ცისარტყელა

გეშინია? – გააკეთე ქსოვილების აპლიკაცია, ან მაკრამე

ღელავ? – შეკერე მოტანკა (საქსოვი ძაფების და ნაჭრების თოჯინები)

აღშფოთებული ხარ? – ფურცლები დახია ნაკუწ-ნაკუწ

წუხარ? – ორიგამები გააკეთე

დაძაბული ხარ? – ორნამენტები დახატე

გახსენება გიჭირთ? – ლაბირინთები

იმედგაცრუებული? – რამე გადაიხატეთ, კოპიო გააკეთეთ

სასოწარკვეთილებიდან გზების ხატვა გამოგიყვანთ

გაცნობიერებაში, გაგებაში მანდალები დაგეხმარებიან

ძალების აღდგენა სწრაფად პეიზაჟების ხატვითაა შესაძლებელი

საკუთარ გრძნობებში გასარკვევად – ავტოპორტრეტი უნდა დახატოთ

დამახსოვრებას თუ ცდილობთ – ფერადი ლაქა

ფიქრების სისტემატიზაცია თუ გადაწყვიტეთ – ფიჭა და კვადრატები

კონცენტრაცია – წერტილებით ხატვა

საკუთარ სურვილებსა და მიზნებში ჩამოსაყალიბებლად – კოლაჟი უნდა გააკეთოთ

სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავლის საპოვნელად – ტალღები და წრეები დახატეთ

თუ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაიყინე და წინ ვერ მიდიხარ – სპირალების ხატვა გიჯობთ

მიზანზე ფოკუსირებისთვის კი ბადეები და სამიზნეები უნდა ხატოთ.

წყარო: https://www.mental.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები