23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აკონტროლეთ გამონათქვამები, გარშემო მყოფებმა შეიძლება არასწორად გაგიგონ. საყვარელ ადამიანს ჭირვეულობა უნდა აპატიოთ.

კურო
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები და ოჯახის წევრებს დღესასწაული მოუწყვეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

ტყუპი
დღეს ყველაზე მზრუნველი ნუ იქნებით. საკუთარ თავზე, პირადი საქმეების მოგვარებაზე იზრუნეთ. მეგობრულ შეხვედრაზე უარი არ თქვათ.

კირჩხიბი
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში პოპულარობას მოიპოვებთ. შეყვარებულს გრძნობების გამჟღავნება და რომანტიკული პაემანი ელით.

ლომი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მეგობრებსაც შეხვდებით, ბავშვებთან ერთად გართობასაც მოასწრებთ.

ქალწული
გამოიძინეთ, დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, გააქტიურდება საყვარელი ადამიანი. ზოგიერთს სტუმრიანობა ელის.

სასწორი
ამინდის მიუხედავად მხიარულების მიზეზს მაინც მოძებნით. მეგობრებთან შეხვედრა ან ქალაქგარეთ მგზავრობა გელით.

მორიელი
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. საყვარელ ადამიანს საღამოს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ავანტიურას. საინტერესო შეხვედრები გელით.

თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, შეეხმიანეთ ნათესავებს. საყვარელი ადამიანი ყველა სურვილს შეგისრულებთ.

მერწყული
საინტერესო შეხვედრების და მხიარულების დღეა. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, განაახლეთ გარდერობი.

თევზები
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგია დიეტა, ჯანსაღი კვების სისტემაზე გადასვლა. დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები