23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აზარტი და აღმაფრენა იქნება თქვენი ენერგიის წყარო. ენთუზიაზმით შეიძლება შეუდგეთ ახალ საქმეს, მაგრამ მხარდაჭერის გარეშე გაგიჭირდეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან.

კურო
ნუ შეგეშინდებათ ცხოვრების შეცვლა, სიახლეების დაგეგმვა. ნუ გამოავლენთ სისუსტეს, მოთოკეთ ემოციები. მშვიდად შეხვდით ყოველივეს, განსაკუთრებით ცვლილებებს.

ტყუპი
სალაპარაკოდ ნაკლები დრო გექნებათ. გავლენიანი მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ და დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. შეიძლება კონკურენტებთანაც გაერთიანდეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან.

კირჩხიბი
მხარდაჭერა და იდეები დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველს. კარგს შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ.

ლომი
თავდაჯერებულად და თამამად იმოქმედეთ. გამოავლინეთ გამძლეობა და ნუ შეუშინდებით წინააღმდეგობებს. სასურველია, გვერდით ერთგული პარტნიორები გყავდეთ.

ქალწული
დიდხანს ნუ იფიქრებთ, მიიღეთ გადაწყვეტილება და იმოქმედეთ. შეცვალეთ შემოქმედებასთან და სასიყვარულო პარტიორთან დაკავშირებული ტაქტიკა. კარგი დღეა გარშემო მყოფების სამკურნალოდ. სიფრთხილე გმართებთ ელექტროობასა და ტექნიკასთან.

სასწორი
მოერიდეთ ექსცენტრიკულ ადამიანებს. დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა, იყავით დაკვირვებული დეტალებისამი. საყვარელ ადამიანს ნუ დაუწესებთ სტანდარტებსა და შეზღუდვებს.

მორიელი
თქვენი ფანტაზიები და წარმოსახვა არავის სჭირდება. თქვენგან დაკვირვებულ და სწრაფ მოქმედებას მოითხოვენ. კარგი დღეა სასარგებლო თვისებების დასანერგავად. ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან.

მშვილდოსანი
მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. კარგი დღე ელით შემოქმედებით, სამეცნიერო, სპორტულ სფეროში მოღვაწეებს. ახალი იდეები დაწვრილებით განიხილეთ და ისე დაიწყეთ მათი განხორციელება.

თხის რქა
გაურკვევლობა და სიახლეების შიში პრობლემებს შეგიქმნით. სიფრთხილე გმართებთ ელექტროსაგნებთან და ბასრ ნივთებთან. ნუ გადაიღლებით ნურც ფიზიკურად და ნურც ემოციურად.

მერწყული
დაართვიეთ სტერეოტიპები, იყავით თამამი და ორიგინალური. ზოგიერთი ექსპერიმენტებს განახორციელებს. კარგი დღეა მოგზაურობისა და მგზავრობისთვის.

თევზები
თქვენს ყურადღებას მიიპყრობს სარეკლამო რგოლები, ტექნიკური ილეთები, სამეცნიერო სენსაციები. ნუ დაუწესებთ საკუთარ თავს რთულ მისიებს. მცირე გამარჯვებებით დაკმაყოფილდით.

კომენტარები

სხვა სიახლეები