23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ისევე, როგორც ინტუიცია და შემოქმედებითი უნარები, იზრდება. ერიდეთ ამბიციურობას, დიდსულოვნება გამოიჩინეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ბავშვების ინტერესები თქვენგან მეტ ყურადღებასს მოითხოვენ.

კურო

მშვენიერი დღეა წარსულის გასააზრებლად და ახალი საქმეების დასაგეგმად. კარგი იქნება, თუ დიეტაზე და აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებზე იფიქრებთ. ეცადეთ, თქვენი მოჭარბებული ენერგია რაციონალურად ხარჯოთ, თორემ მალე დაღლილობა და დეპრესია შეგიტევთ.

ტყუპები

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და საკუთარ პროექტებში თანამოაზრეების ჩართვისთვის. თუ მოინდომებთ, წარმატებას ადვილად მიაღწევთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა უძრავი ქონების შეძენისთვის. მომავალ კვირას დიდი და სასიამოვნო ცვლილებები გელით. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ ექსპერიმენტებს ერიდეთ და მხოლოდ ის საქმე აკეთეთ, რაც კარგად იცით.

ლომი

ხელსაყრელი დღეა დაგროვილ საქმეებთან გამკლავებისა და პოზიციების გამტკიცებისთვის. თქვენი ან თქვენი ახლობლის მიმართ გამოჩენილი უსამართლობა საშინელ პროტესტს გამოიწვევს. აქტიურობა და პირდაპირობა სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ, აჩქარება კი მხოლოდ სიტუაციას დაამძიმებს. რისკთან დაკავშირებული კომერციული ოპერაცია მოგებას მოგიტანთ.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება, ვიღაცამ თქვენი კეთილი განზრახვა არასწორად გაიგოს და მეტისმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. ყველაფერი კარგად იქნება, თუ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

სასწორი

ეს დღე მატერიალურ ზარალთან და პირად ცხოვრებაში წარუმატებლობასთან ასოცირდება. შესაძლოა, გარშემო მყოფი ადამიანების შუქმა და არაკეთილგანწყობამ გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო თვითკრიტიკული იყოთ და ცდუნებებს გაუძლოთ. გაითვალისწინეთ, რომ მეგობრებთან შეხვედრისთვის არახელსაყრელი დღეა.

მორიელი

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს მოხდეს რაღაც, რაც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ. დიდხანს ნუ იფიქრებთ და კოლეგების წინადადება მიიღეთ. გახსოვდეთ, ამ დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად წარმატებით დასრულდება.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და საკუთარ პროექტებში თანამოაზრეების ჩართვისთვის. ეცადეთ, მოზღვავებული ენერგია რაციონალურად დახარჯოთ და მეორეხარისხოვან საკითხებზე არ მოცდეთ.

თხის რქა

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, ისევე როგორც ინტუიცია და შემოქმედებითი უნარები, იზრდება. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოჩვენებითი ლოიალურობა მორცხვობად მიიჩნიოს და თქვენთვის საკუთარი მოვალეობების გადაბარება სცადოს.

მერწყული

ამ დღეს უამრავი სიურპრიზი გელით, როგორც დადებითი ისე უარყოფითი. ოჯახში დაძაბული მდგომარეობაა. საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას დიდი გამოცდა ელის. თუ სამოგზაუროდ წასვლას გეგმავთ, ეცადეთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ. კარგი იქნება, თუ მათ სიტყვებს სერიოზულად არ მიიღებთ.

თევზები

პრინციპების დაცვისა და პოზიციების გამტკიცების დღეა. ეცადეთ, სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვისზეც დამოკიდებული ხართ. იღბლის იმედად მყოფი, დინებას ნუ გაჰყვებით. მიზნის მისაღწევად მაქსიმალური ალისხმევა გმართებთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები