ვერძი
კარგი დღეა განაწყენებულ ახლობლებთან შესარიგებლად სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს. ზოგიერთს ორიგინალურობა მოუნდება. როცა პირადი ცხოვრება დაგირეგულირდებათ, სამსახურის საქმეებსაც გააუმჯობესებთ.
კურო
გარშემო მყოფების ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. კარგი დღეა ორიგინალური იდეების განსახორციელებლად. კარგ შედეგს მოგიტანთ სამკურნალო პროცედურები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. საყვარელი ადამიანი ყველა სურვილს აგისრულებთ.
ტყუპი
მეტად დაისვენეთ, იმხიარულეთ. კარგი დღეა პაემნისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის. თუმცა, ახალგაცნობილმა შეიძლება მხოლოდ დადებითი თვისებები წარმოაჩინოს და მის შინაგან სამყაროს თავად უნდა ჩაწვდეთ. კარგი დღეა ჰობისთვის. გასართობ ცენტრში ან სტუმრად წასვლა.
კირჩხიბი
საშუალება მოგეცემათ სახლშიც და სამსახურშიც მეგობრული, ჰარმონიული გარემო შექმნათ. მოერიდეთ დაპირისპირებას მშობლებთან. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელობებით გაუმასპინძლდით. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს და გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა.
ლომი
თქვენი პარტნიორის დახმარებით საქმეებსაც გაიუმჯობესებთ და საზოგადოებაში სტატუსსაც აიმაღლებთ. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. წვეულებაზე საყვარელი ადამიანის გარეშე ნუ წახვალთ.
ქალწული
კარგი დღეა ლამაზი და ორიგინალური ნივთების შესაძენად, რომელთა შეძენაც დიდი ხანია გსურდათ. აგრეთვე, ნივთების გასაყიდად, როგორ პირადად, ასევე მოკავშირეების დახმარებით.
სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად; საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები და იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად.
მორიელი
მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას საღამოსთვის ნუ გადადებთ. მეგობრების დახმარებით უამრავ პრობლემას მოაგვარებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და მათთვის რაიმე სასიკეთო გააკეთეთ.
მშვილდოსანი
რაც უფრო მეტად ორიგინალური და თამამი იქნებით, მით გაგიმართლებთ. სასიყვარულო და საქმიანი ნაცნობობა გელით. თანამოაზრეები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. ბიზნესსა და სიყვარულში წარმატებული ადამიანების მაგალითებით იხელმძღვანელეთ.
თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, შეიძლება ძვირად ღირებული საჩუქარი მიიღოთ. კომერციული საკითხები საღამომდე მოაგვარეთ. თუ დეკემბერში ხართ დაბადებული, საშუალება მოგეცემათ პატარ-პატარა ჩანაფიქრები განახორციელოთ.
მერწყული
მნიშვნელოვანი საქმეები, საქმიანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. გაგიუმჯბესდებათ ურთიერთობა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. კარგი დღე გელით, იმოქმედეთ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან.
თევზები
რა სტატუსიც არ უნდა გქონდეთ საყვარელ ადამიანთან, მასთან შეთანხმებულად მიიღეთ გადაწყვეტილებები. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. ზოგი კრედიტს აიღებს, ზოგი მატერიალურ მხარდაჭერას მეუღლისგან მიიღებს.