ვერძი
აგვისტოს თვეში ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული დღეა. მოსალოდნელია მგზავრობა, საინტერესო და გავლენიანი ადამიანების გაცნობა. ცვლილებები გელით პირად ცხოვრებასა და სამსახურებრივ საქმიანობაში.
კურო
მეტად დაისვენეთ. კარგია ცურვა. გაფრთხილდით, შეიძლება ალერგიამ შეგაწუხოთ.
ტყუპი
ფლირტისა და გართობის განწყობაზე ხართ. ზოგიერთს საკურორტო რომანი სერიოზულ ურთიერთობაში გადაეზრდება.
კირჩხიბი
ნათესავები და საყვარელი ადამიანი ნერვიულობისა და შფოთის მიზეზს არ გამოგილევენ. მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ.
ლომი
დასვენების დღის მიუხედავად დღეს მაინც სამსახურის საქმეებზე იფიქრებთ. კარგი დღეა შეხვედრებისა და ახალი პროექტების განსახილველად. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას.
ქალწული
მოგზაურობის, დასვენების დღეა. თუმცა, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ყელს, ენდოკრინულ სისტემას. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურა.
სასწორი
მოულოდნელად მოგიწევთ უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკების გამართვა და მივლინება. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, სასწავლებლად და მივლინებაში საზღვარგარეთ.
მორიელი
დაღლილი და გაღიზიანებული ხართ. მეტად დაისვენეთ. სტრესის მოხსნაში ცურვა, მასაჯი დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მცირე რისკი გამართლებულია, მაგრამ გაუაზრებლად ნუ იმოქმედებთ.
თხის რქა
მშვიდი და კეთილი დღე გელით. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება ფინანსური გაუგებრობები. გარშემო მყოფების რჩევებს მეტი ყურადღება მიაქციეთ.
მერწყული
შეხვედრებით, მგზავრობით დატვირთული დღე გელით. ახალგაცნობილის გამო ძველ პარტნიორზე უარს ნუ იტყვით.
თევზები
გაფრთხილდით, რათა არავინ მოგატუოთ. თავადაც ნუ გადავარდებით ილუზიებში. გააზრებულად იმოქმედეთ.
წყარო: www.astrologi.ge