23 წლის მამაკაცმა კიმ კარდაშიანთან დასამსგავსებლად 100 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა (ფოტოკოლაჟი)

130
SHARE



    ამერიკელი მოდელის და შოუების ვარსკვლავის კიმ კარდაშიანის ბრიტანელმა ფანმა კუმირთან დასამსგავსებლად პლასტიკურ ოპერაციებში 100 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ამ ინფორმაციას „The Sun“-ი ავრცელებს.
23 წლის ვიზაჟისტმა ჯორდან ჯეიმს პარკმა საერთო ჯამში 50 –ზე მეტი კოსმეტიკური პროცედურა და ოპერაცია ჩაიტარა. ბრიტანელის სიტყვებით, კიმ კარდაშიანი რეალითი–შოუს „კარდაშიანის ოჯახის“ ერთ–ერთი ეპიზოდის ნახვის შემდეგ შეუყვარდა.
„კიმში ყველაფერი მომეწონა. ის სამყაროში ყველაზე თვალისმომჭრელი ქალია. მისი კანი სრულყოფილია, მისი თმები, ყველაფერი მასში სრულყოფილია“, – განუცხადა ვიზაჟისტმა გაზეთს.
პარკის სიტყვებით, ის იცინის, როდესაც ადამიანები მის გარეგნობას არაბუნებრივს უწოდებენ. როგორც პარკი ამბობს, მას რომ ბუნებრივი გარეგნობა სდომებოდა, პლასტიკური ოპერაციების შემდეგ თანხის დაბრუნებას მოითხოვდა.

FB კომენტარები

კომენტარი