23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

101
SHARE

ვერძი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უფროს თაობასთან. ნუ გასცემთ დაპირებებს; მათი შესრულება გაგიჭირდებათ. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად.

კურო
ოჯახური დღესასწაულის მოსაწყობად იდეალური დღეა. გაგიუმჯობესდებათ ნათესაური კავშირები. საყვარელი ადამიანი გაგამხნევებთ და ყველა საქმეში დაგეხმარებათ.

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ქალებთან. მამაკაცებს შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა შეყვარებულმა. აგრეთვე, კარგი დღეა მივიწყებული მეგობრების მოსაკითხავად.

კირჩხიბი
მაქსიმალური ყურადღება გმართებთ შვილებისა და მშობლების მიმართ. ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარება ერთგულ მეგობრებს სთხოვეთ.

ლომი
იდეალური დღეა მშვიდი დასვენებისთვის; წიგნით ხელში ბუნებაში განმარტოვდით. აგრეთვე კარგია სუნთქვითი ვარჯიშები და ცურვა.

ქალწული
მოერიდეთ კამათს მეუღლესთან, განსაკუთრებით შვილების თანდასწრებით. უმჯობესია, მშვიდად გაერკვეთ

ერთმანეთის მოთხოვნებში და გაითვალისწინოთ ისინი.

სასწორი
ენერგიული და ხალისიანი ხართ. კარგი დღეა ქალაქგარეთ გასეირნებისთვის, ვარჯიშისა და ავტომობილის მართვის შესასწავლად.

მორიელი
სასურველია, მთელი დღე ოჯახსა და შვილებს დაუთმოთ. მოამზადეთ ოჯახური სადილი, ან ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.

მშვილდოსანი
უფროსი მშვილდოსნებია ვალია, დაქვემდებარებულებს დაეხმარონ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად.

თხის რქა … წყარო:http://www.astrologi.ge/dghis-horoskopi/4266-23-maisis-astrologiuri-prognozi.html

FB კომენტარები

კომენტარი