23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

108
SHARE

ვერძი
დაგროვილი ენერგია შემოქმედებით საქმიანობაზე, სპორტზე დახარჯეთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. თუ ამინდი ხელს შეგიწყობთ, სამსახურს შემდეგ სკვერში გაისეირნეთ. საყვარელ ადამიანს მზრუნველობასა და ყურადღებას ნუ მოაკლებთ.

კურო
მშვიდი დღე გელით. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. მოაწესრგეთ სამუშაო მაგიდა, დოკუმენტები. მოაგვარეთ ადვილი საქმეები. საღამოს სპორტდარბაზში ივარჯიშეთ ან სუფთა ჰაერზე ირბინეთ.

ტყუპი
სამსახურში ზედმეტად ნუ მიიქცევთ კოლეგების ყურადღებას და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. განახორციელეთ იდეები, რომლებზეც მხოლოდ ოცნებობდით.

კირჩხიბი
კოლეგებისგან განსხვავებით ენერგიული და მუშაობას მოწყურებული ხართ. დღეს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმე შეასრულოთ. სხვა დღისთვის გადადეთ ფინანსური საკითხების მოგვარება. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ ან ივარჯიშეთ.

ლომი
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. სწრაფად დაასრულეთ მიმდინარეები, რათა მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. საქმიანი შეხვედრა მეგობრულ გარემოში დაგეგმეთ; კარგი შედეგს მოგიტანთ მივლინება. საღამოს სპორტდარბაზში ივარჯიშეთ.

ქალწული
დაგეგმეთ მომავალი გამარჯვება, საქმიანი შეხვედრები, მივლინება. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. საღამო კარგია იოგა ან პილატესი. მედიტაცია დაგეხმარებათ მოიწესრიგოთ გრძნობები, აზრები, იდეები.

სასწორი
დილას არომატული ყავა, საყვარელი მელოდიის ფონზე მიირთვით. მოიწესრიგეთ ფიქრები, მოაგვარეთ საქმეები. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე პროექტები. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

მორიელი
მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას; ფინანსური საკითხების მოგვარებას, ინვესტიციასა და ხარჯს. უმჯობესია, დაგროვილი ენერგია სპორტდარბაზში, საცეკვაო სტუდიაში დახარჯოთ.

მშვილდოსანი
მოაგვარეთ მიმდინარე საკითხები და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ახალი პროექტები არ წამოიწყოთ. ხელმოწერამდე გადახედეთ დოკუმენტებს და გამოასწორეთ შეცდომები. საღამო აქტიურ სპორტს დაუთმეთ.

თხის რქა
დასვენება, ყავა და გარშემო მყოფებთან ჭორაობა მოგინდებათ. გაფრთხილდით, ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. საღამო ქალაქში გაისეირნეთ.

მერწყული
შეადგინეთ დღის გრაფიკი. პირველ რიგში მნიშვნელოვანი საქმეეები მოაგვარეთ. მოიწესრიგეთ აზრები, ცხოვრება. საღამოს შეიძინეთ ხატვისთვის აუცილებელი ნივთები, აქტიურმა ნიშნებმა სპორტდარბაზს მიაშურეთ. ინტერნეტში მოიძიეთ შვებულების გატარების საინტერესო ვარიანტები.

თევზები
დილა ცურვით, ვარჯიშით დაიწყეთ. სამსახურში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს; ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. სხვა დღისთვის გადადეთ ფინანსური საკითხების მოგვარება. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სკვერში გაისეირნეთ ან საინტერესო წიგნი წაიკითხეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი