23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

117
SHARE

ვერძი
ხუთშაბათი ივნისის საუკეთესო დღეა იდეების განსახორციელებლად, სურვილების ასასრულებლად. დაისახეთ მიზნები და იბრძოლეთ მათ ასასრულებლად.

კურო
დღეს ოცნებებში ნუ გაატარებთ, თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, უნდა იმოქმედოთ. კარგი დღეა სამომავლო სურვილების ჩამოსაწერად.

ტყუპი
დილიდან ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. კარგი დღე გელით, ყველაზე თამამი სურვილების ასრულებასაც შეძლებთ.

კირჩხიბი
თუ დაწინაურებაზე, ახალ მანქანასა და ქორწინებაზე ოცნებობთ, უნდა ამოქმედდეთ. კარგი დღეა სასურველის მისაღებად და არ გაუშვა შანსი ხელიდან.

ლომი
სანამ დეტალებს არ გაერკვევით, გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოსალოდნელია ტრავმები.

ქალწული
ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. საღამოს შეიძლება ახალი გასართობი, რომანტიკული გატაცება გამოგიჩნდეთ.

სასწორი
ჩამოწერეთ სურვილების სია, ვიზუალიზაციის ტექნიკის გამოყენებით ყველაფერი აგისრულდებათ. განსაკუთრებით, თუ საქმე სამსახურის დაწყებას, პროფესიის შეცვლას ეხება.

მორიელი
სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. არ იზარმაცოთ, მეტი დრო დაუთმეთ სასურველის ასრულებას.

მშვილდოსანი
ზოგიერთს დაწინაურება, ხელფასის მომატება ელის. ჩამოწერეთ სამომავლო საქმეების სია. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ ქორწინება.

თხის რქა
ახალ საქმიანობაში სცდეთ საკუთარი თვი. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. ფული მოზომილად ხარჯეთ. შეიძლება ვერ მიიღოთ ის თანხა, რაზეც ოცნებობდით.

მერწყული
სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, ხელშეკრულებების გაფორმებისას. დღის მეორე ნახევარში კარგია გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება, მაგრამ მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას.

თევზები
შეიძლება გიღალატონ იმ მეგობრებმა, რომელთა იმედიც გქონდათ. მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდეთ სამსახურის საქმეებს.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი