23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

86
SHARE

ვერძი
დილა ვარჯიშით, სირბილით დაიწყეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, საყვარელი საქმიანობისთვის. საღამოს მხიარულ წვეულებას არ გამოაკლდეთ.

კურო
დაისვენეთ, გამოიძინეთ. წაიკითხეთ წიგნები. დააგემოვნეთ გემრიელი საკვები. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.

ტყუპი
მოერიდეთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას, სხვა დღისთვის გადადეთ საოჯახო საქმეები. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ნუ განმარტოვდებით, შეხვდით მეგობრებს და იმხიარულეთ.

კირჩხიბი
ფრთხილად იყავით, ზედმეტად მეოცნებე ხართ. ისეთ ადამიანებს გაუმხილეთ გულისნადები, ვინც არ გიღალატებთ. კარგი დღეა მსუბუქი ფლირტისთვის. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასამგზავრებლად.

ლომი
ყველა საქმიანი შეთავაზება კარგად განიხილეთ; ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ; გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ქალწული
ფიზიკური აქტივობა ენერგიას შეგმატებთ. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, ეწვიეთ სპა-ცენტრს, სილამაზის სალონს. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდით.

სასწორი
არ იზარმაცოთ, დილა ვარჯიშით დაიწყეთ. მოერიდეთ ინტრიგებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. საღამო ან საყვარელ ადამიანთან, ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უსიამოვნებებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან, საყვარელ ადამიანთან. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

მშვილდოსანი
მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება მომავალი კვირისთვის გადადეთ. საღამო ან მეგობრების წრეში, ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
ნუ გადაიტვირთებით მუშაობით, მეტად დაისვენეთ. ზოგიერთი საჩუქარს მიიღებს, ზოგიც ვალს დაიბრუნებს. საოჯახო საკითხები მეუღლესთან ერთად განიხილეთ.

მერწყული
ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან. გადაამოწმეთ ახალი ინფორმაციები. საყვარელი ადამიანი მეტ მზრუნველობასა და სითბოს მოგთხოვთ.

თევზები
ნუ ეცდებით მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, მაინც ვერაფერს მიაღწევთ. უმჯობესია, დრო საკუთარ თვზე ზრუნვას, დასვენებას დაუთმოთ. მეგობრები პიკნიკზე დაპატიჟეთ, ან საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

წყარო: https://www.youtube.com

FB კომენტარები

კომენტარი