22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ გამოავლენთ შეუსაბამო ეგოიზმს, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და მეტი სერიოზულობით მიუდექით სამსახურს.

კურო

ახალი იდეების დანერგვა სამსახურში,წარმატებით ჩაივლის. გამოიჩინეთ ინიციატივა და ყურადღება ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში.

ტყუპები

იზრუნეთ ენერგოტონუსის ამაღლებაზე, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სამკურნალო თუ პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, ეს სასიკეთო იქნება თქვენთვის.

კირჩხიბი

დღეს შესაძლოა სადღესასწაულო ღონისძიებაზე მიგიწვიონ (დაბადების დღე, ქორწინების იუბილე და ა.შ.) საინტერესო ელფერი ექნება საქმიან შეხვედრებსაც.

ლომი

ეს ის დროა, როდესაც კარდინალური ცვლილებების გატარება მნიშვნელოვანია თქვენი მომავლისათვის და კარიერული წინსვლისთვის.

ქალწული

დღეს შესაძლოა წინა პლანზე გამოვიდეს ფინანსური საკითხები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

სასწორი

იზრუნეთ სულიერებასა და შინაგან ჰარმონიაზე. შეეცადეთ საკუთარი ძალებით გაუმკლავდეთ წარმოქმნილ სირთულეებს.

მორიელი

ელოდეთ ამაღელვებელ, მოულოდნელ ინფორმაციას, მეტი ყურადღება დაუთმეთ დოკუმენტების მოწესრიგებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. შესაძლოა სამსახურში აქტუალური იყოს ფარული მოქმედება. იყავით ფხიზლად.

მშვილდოსანი

შესაძლოა დღეს ძველმა დავალიანებებმა და ვალდებულებებმა იჩინოს თავი, შესაბამისად დიდი დრო, ენერგია და ნერვების ფასად მოგიწევთ მათი გადაჭრა და მოწესრიგება.

თხის რქა

გაიფართოვეთ თვალსაწიერი, ჩაუღრმავდით სამყაროსეულ ფასეულობებს, რელიგიურ საკითხებს, კარგია ლოცვა, მედიტაცია, აფირმაციების გამოყენება.

მერწყული

თქვენი ფიქრები მიმართულია, შემოსავლების გაზრდისა და ფინანსური სტაბილურობისაკენ, ამიტომ მეტი აქტიურობა გმართებთ. ყურადღება გაამახვილეთ ასევე ახალი წყაროების მოძიებაზე.

თევზები

სასიკეთოდ ვითარდება ახალი კონტაქტები, უსმინეთ სხვათა რჩევებს, მაგრამ გადაწყვეტილება თავად მიიღეთ, საკუთარ ინტუიციაზე და ლოგიკაზე დაყრდნობით.

კომენტარები

სხვა სიახლეები