ვერძი – სამსახურში სერიოზული უნდა იყოთ, მაგრამ მეგობრებთან – მხიარული. ეცადეთ, გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობა მოიპოვოთ.
კურო – მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. მეგობრების სასიყვარულო ურთიერთობაში ნუ ჩაერევით.
ტყუპი – სირთულეები ცოტა ხნით დაივიწყეთ დ მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. საღამოს ამოისუნთქეთ და სირთულეების მოგვარებას დაუბრუნდით, თქვენ ყველაფერი გამოგივათ.
კირჩხიბი – რომანტიკული გატაცება კარგია, მაგრამ ღირს კი ის ადამიანი თქვენ გვერდით რომ იყოს?.. აქტიური უნდა იყოთ ყველა სფეროში, ნუ დაკარგავთ დროს ტყულად.
ლომი – დილა ვარჯიშით დაიწყეთ. ენერგიული და დიპლომატიური ხართ. საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. რთულ ვალდებულებებსაც კი მარტივად მოაგვარებთ.
ქალწული – იყავით მაქსიმალურად ორგანიზებული, გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. კოლეგებს დაეხმარეთ საქმეების მოგვარებაში.
სასწორი – დილიდან ენერგიის დაგროვებაში ფიზიკური აქტიურობა დაგეხმარებათ. ნუ მიბაძავთ სხვის მავნე ჩვევებში. ობიექტურად შეაფასეთ გარშემო მყოფების ქცევაც და ნათქვამიც.
მორიელი – მხოლოდ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ითანამშრომლეთ. არავის არაფერს დაპირდეთ. საღამოს ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რომ ლიდერის, ორგანიზატორის თვისებები უნდა გამოავლინოთ.
მშვილდოსანი – ერთგული კოლეგებისგან საიდუმლო ინფორმაციას გაიგებთ, რაც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. საღამოს მეგობრებს მოუნებათ თქვენთვის გულის გადაშლა.
თხის რქა – ახლობლებს დახმარებაზე უარს ვერ ეტყვით და შეიძლება ამის გამო თქვენი საქმეები შეფერხდეს. ეცადეთ, არაფერი შეიმჩნიოთ და არც მათ აგრძნობინოთ.
მერწყული – ზოგიერთს ძველი შეყვარებული დაგიბრუნდებათ და ურთიერთობის გაგრძელებას შემოგთავაზებთ. დაფიქრდით, რას მოგიტანთ ეს თქვენ. დაწყებული საქმეები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
თევზები – დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. თუმცა, ეცადეთ, სამსახურის საქმეების მოგვარებაში ღრუბლებში ფრენამ ხელი არ შეგიშალოთ.