22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა სიახლეების დასანერგად. სამსახურში ახალი პარტნიორებისა და სპონსორების მოსაძებნად, სახლში – ავეჯის გადასაადგილებლად. გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა გართობისთვის და ძვირფასი ნივთების შესაძენად გამოიყენეთ.

კურო
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. ნებისმიერი სირთულის საქმიანობას ადვილად გაუმკლავდებით. მეტად მიზანიმამრთული უნდა იყოთ. გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ.

ტყუპი
დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები, საქმიანი გარიგებები თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. არ იზარმაცოთ, არ გაუშვათ ხელიდან უმნიშვნელო შანსიც კი. კარგი დღეა ახალი, არაორდინარული პროექტების დასაწყებად.

კირჩხიბი
დილიდან იგრძნობთ ფორტუნას კეთილგანწყობას და იგი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაგეხმარებათ. მთავარია, მიზანმიმართულად იმოქმედოთ და არაფრისმომცემ საქმეებზე არ შეაჩეროთ თქვენი ყურადღება. პირადი ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით იქნება აღსავსე.

ლომი
დღეს თქვენი შრომა დაფასდება. იმ ადამიანების შექებას დაიმსახურებთ, ვისი აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. წარმატებით განახორციელებთ შემოქმედებით იდეებს. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ წვრილმანი დეტალები. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად.

ქალწული
კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან საუბრისას არაერთი იდეა დაგებადებათ. განიხილეთ მიმდინარე პროექტები. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.

სასწორი
ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებთ. ახალი პარტნიორები საიმედოები და გავლენიანები იქნებიან. სამსახურშიც და ოჯახის წევრებთანაც მეტად გამოავლინეთ საუკეთესო თვისებები.

მორიელი
შანსი მოგეცემათ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. შეიძლება ის საქმიანობა შემოგთავაზონ, რაზეც ადრე უარი თქვით. დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

მშვილდოსანი
დილიდანვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და არ დაკარგოთ არც ერთი წუთი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. პოზიტიური განწყობა და დადებითი ემოციებით აღსავსე დღე გელით.

თხის რქა
სამსახურის საქმეების პარალელურად ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მეტი რომანტიკა და ვნება გამოამჟღავნეთ მის მიმართ.

მერწყული
კარგი დღეა მგზავრობისა და შეხვედრებისთვის. ზოგიერთს დაწინაურებას, ზოგსაც დაქორწინებას შესთავაზებენ. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის.

თევზები
დღეს განსაკუთრებულად მიმზიდველი, მომხიბვლელი და ტემპერამენტიანი ხართ; საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღება არ მოგაკლდებათ. კარგი დღეა ცოდნის, ინფორმაციის მისაღებად; საოჯახო და სამემკვიდრეო საკითხების მოსაგვარებლად.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები