ვერძი
მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას, ახალი საქმეების დაწყებამდე გადაამოწმეთ ყველა დეტალი. სერიოზული საქმეების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ.
კურო
მოერიდეთ კამათს ნათესავებთან, გავა დრო და ისინი თავად მიხვდებიან თავიანთ შეცდომებს. აგრეთვე, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს.
ტყუპი
ახლობლების, გავლენიანი მეგობრების დახმარებით დაგროვილ პრობლემებს მოაგვარებთ და შვებით ამოისუნთქავთ.
კირჩხიბი
გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ყველა უსიამოვნებას. გამოიტანეთ სათანადო დასკვნები და გააგრძელეთ ბრძოლა წარმატებისთვის.
ლომი
კოლეგებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. ნურავის (მეგობრებსაც კი) ენდობით. ადრე თუ გვიან ყველა გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს. ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ.
ქალწული
დღეს რუტინული სამუშაოს შესრულება მოგიწევთ და დასვენებისთვის იშვიათად მოიცლით. უსაფუძვლო ეჭვიანობა სიკეთეს არ მოგიტანთ. უმჯობესია, საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყოთ.
სასწორი
მოერიდეთ შეცდომის დაშვებას ფინანსური და იურიდიული საბუთების გაფორმებისას. მოერიდეთ კამათს უფროსთან.
მორიელი
დღეს კარგად გამოგივათ გარშემო მყოფების მართვა. მათი დახმარებით უამრავ საქმეს მოაგვარებთ. მთავარია, ღიმილი და მათ მიმართ კეთილგანწყობა. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი
თუ დაკვირვებულად და გააზრებულად არ იმოქმედებთ, უბრალო საქმეების მოგვარებისას იმაზე მეტი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ, ვიდრე საერთოდ გჭირდებათ ხოლმე.
თხის რქა
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. დასაქმებულებმა გაიმყარეთ ავტორიტეტი კოლეგებში.
მერწყული
მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. არ აეჭვიანოთ საყვარელი ადამიანი. თუ ოჯახის შენარჩუნება გსურთ, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან.
თევზები
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას უფროსთან, კოლეგებთან. მოერიდეთ გაურკვეველ სიტუაციებს.