22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გაქვთ, რაც თვის ბოლოს უფრო გაუმჯობესდება. ზოგიერთი ვერძი სოლიდურ პრემიასაც მიიღებს. თუ ამ დღეს კომერციული ვიზიტით სადმე წასვლა შემოგთავაზეს, უარი არ თქვათ. ეს სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ.

კურო

ეს დღე ტყულით და ღალატით სავსეა. არსებობს სერიოზული დავადებების რისკიც. გირჩევთ, პირველივე სიმპტომების გამოჩენისას საჭირო ზომებს მიმართოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი გართობა და მხირულება ნეგატიურად აისახება თქვენივე ფინანსურ მდგომარეობაზე და ოჯახის კეთილდღეობაზე. ეცადეთ უფრო მომჭირნე და წინდახედული იყოთ, თორემ მთელ დანაზოგს დაკარგავთ.

კირჩხიბი

ეს დღე სიმშვიდეს და განმარტოებას განასახიერებს. ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ საკუთარ თავს მეტი ყურადღება დაუთმოთ. კარგი იქნება თუ გარეგნობაზე იზრუნებთ: გირჩევთ ცოტა ხნით ხილის დიეტაზე გადახვიდეთ და ნაკლები ინერვიულოთ.

ლომი

გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს ნათესავებისგან, მეზობლებისგან ან მეგობრებისგან დახმარება მიიღოთ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიწყობთ. შეიძინეთ საყოფაცხოვრებო ნივთები და ახლობლებისთვის საჩუქრები. თუმცა დიდი ფულის ხარჯვისგან თავი შეიკავეთ. ეცადეთ მეგობრებზე არ იმბრძანებლოთ.

ქალწული

განსხვავებულობის მიუხედავად, შეყვარებულებს უხილავი კავშირი აერთიანებთ. თქვენი გულწრფელობა და ერთგულება პარტნიორის აღფრთოვანებას იწვევს. გულს მიენდეთ. ეს საუკეთესო გზაა საკუთარ თავსა და თქვენ გარშემო მიმდინარე პროცესებში გარკვევისთვის.

სასწორი

დიდი ბიზნესისთვის წარუმატებელი, თუმცა იმედის მომცემი დღეა. გირჩევთ საქმიანი აქტივობები შეამციროთ, ნაკლები დაპირებები გასცეთ და სააკუთარი მოსაზრებები ძალიან მკვეთრად არ გამოთქვათ.

მორიელი

თუ სიახლეები გსურთ და მსოფლიოს ნახვაზე ოცნებობთ, გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა. თუ შანსი მოგეცემათ, ხელიდან არ გაუშვათ, ზაფხული მალე დამთავრდება.

მშვილდოსანი

დაეშვით მიწაზე – ახლა რეალურად აზროვნების დროა. მეუღლესთან მცირეოდენმა კამათმა შეიძლება თქვენი ოჯახური იდილია დაარღვიოს. თქვენ გჭირდებთ პარტნიორი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ის იყოთ, ვინც რეალურად ხართ და ჩათვლის, რომ ბედნიერი ოჯახი ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მიღწევაა.

თხის რქა

თხის რქებს არეული და წინააღმდეგობრივი დღე ელით. წარმატება და წარუმატებლობა ერთმანეთს ენაცვლებიან. უფულობას არ უჩივით, მაგრამ ფულის ეკონომიურად ხარჯვა უნდა ისწავლოთ, რათა ერთ დღეს ცარიელი ჯიბით არ დარჩეთ.

მერწყული

მშობლიური სახლის ენერგეტიკა განსაცდელისგან გიცავთ და ფიზიკური თუ სულიერი ძალებით გავსებთ. საკუთარი ოჯახის წევრები უზმოდ გიყვართ, რასაც ისინი მშვენივრად გრძნობენ. თქვენი მოწოდებაა, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ყველაზე ახლობელ ადამიანებს მოახმაროთ.

თევზები

ამ დღეს, სავარაუდოდ, ბავშვებთან ან ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ. ბევრი თავზი საყვარელი საქმიანობით დაკავდება ან მთელ დღეს ხელოვნებას დაუთმობს. თქვენი კეთილშობილება ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. გაუზიარეთ საკუთარი შეგრძნებები ახლობელ ადამიანებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები