22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო მგზავრობა ელით. შეიძლება ახალი პარტნიორები გაიჩინოთ ან ახალ, შემოსავლიან საქმიანობას მოკიდოთ ხელი.

კურო
დღეს შეიძლება ტყუილის, აფერისტობის მსხვერპლი გახდეთ. ვიღაც მახეს დაგიგებთ. შეიძლება ახლობლებმაც გაგიცრუონ იმედი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ტყუპი
ცხოვრების “მხიარული” სტილი უსიამოვნოდ აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. მაქსიმალურად შეამცირეთ ხარჯი.

კირჩხიბი
მშვიდი, წყნარი დღე გელით. დაისვენეთ, უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ საკვებს. საშუალება მოგეცემათ ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ.
ლომი
გარშემო მყოფების დახმარების იმედი გქონდეთ. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად. საღამო მეგობრებთან ერთად, მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, გულის კარნახით იმოქმედოთ.

სასწორი
შეამცირეთ საქმეები, მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. უმჯობესია, ეს დღე ბუნებაში გაატაროთ.

მორიელი
დღეს ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ, მოგზაურობის სურვილი გაქვთ. აიყოლიეთ მეგობრები და ქალაქგარეთ გაისეირნეთ.

მშვილდოსანი
მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

თხის რქა

მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, თორემ ვალების აღება მოგიწევთ.

მერწყული
მეტი დრო გაატარეთ შინ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მშობლებასა და შვილებზე განსაკუთრებული ზრუნვა გმართებთ.

თევზები
დღე დაუთმეთ ჰობის, შემოქმედებით საქმიანობას. მშობლებს მეტი მზრუნველობა მართებთ შვილების მიმართ. ხელოვან ადამიანებთან შეხვედრა და თქვენთვის საინტერესო თემებზე საუბარი გელით.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები