22 წლის ნასვამმა მძღოლმა პოლიციისგან გაქცევისას ფიასკო განიცადა (ვიდეო)

46
SHARE

22 წლის ჯულია მაიერსმა აშშ-ს ქალაქ მერივილიდან, აღიარა რომ მანქანას მთვრალი მართავდა და განაცხადა, რომ სწორედ ამის გამო ცდილობდა პოლიციისგან გაქცევას. მისი დაკავება პოლიციის ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო და მალევე მისი ისტორია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ახალგაზრდა დილიდან ერთობოდა და ალკოჰოლს სვამდა. ამიტომ მანქანის მართვა მთლად კარგად არ გამოუვიდა. ეს სამართალდამცველებმა შენიშნეს, რომლებიც აედევნენ. ამის მერე, ჯულიამ პოლიციასთან „რბოლა“ მოაწყო. ის 100 კმ/სთ-ში მოძრაობდა, უგულებელყო „სდექ“ ნიშანი და რაღაც მომენტში, პოლიციის მანქანებთან შეჯახებასაც აპირებდა.
სამართალდამცველებმა მისი ავტომობილის გაჩერება შეძლეს და მანქანიდან გადმოსვლა იარაღის მუქარით აიძულეს. დაკავების დროს ჯულია და ორი ახალგაზრდა ბიჭი ასფალტზე დააწვინეს. ჯულიამ საბოლოოდ „ტრიუმფალური“ ჟესტი გააკეთა – ქილიდან ლუდი მოსვა, რის მერეც, პოლიციელმა მას ყვირილით ხელიდან ქილა გააგდებინა.
ამ „ლედის“ ახლა 10-ზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული, მათ შორის, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვა, დანაშაულებრივი მოქმედება, თავდასხმა და დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა. როდესაც მას პატრულის მანქანაში სვამდნენ, ის კვლავ წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა.

FB კომენტარები

კომენტარი