22 წლის მარიამის გადასარჩენად საქართველო გაერთიანდა – უპრეცედენტო შემთხვევა და ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია (ვიდეო)

1270
SHARE

გადაცემაში “სხვა ნანუკა” 22 წლის მარიამ ოთანაძე თავის ტრაგედიულ ისტორიას ჰყვება და ხალხს დახმარებას სთხოვს.

მარიამის დედა, ია ოთანაძე გადაცემაში მარიამის დაავადების შესახებ საუბრობს.

“მარიამს თავიდან სიცხეებს აძლევდა. ვერ ვიგებდით, საიდან ჰქონდა ტემპერატურა.  ინფექცია ჩუმად ვითარდებოდა. წამალს იღებდა, რომელიც ამერიკიდან ჩამოდიოდა და პირველად მარიამმა გამოსცადა. აღნიშნული წამალი მოუხდა მარიამს თავს კარგად გრძნობდა, თუმცა მერე შეწყდა წამლის რეალიზაცია. ამის შემდეგ დამძიმდა მარიამის ჯანმრთელობა.

ექიმებმა ამილოიდოზია დაუდგინეს, რაც თირკმლის ფუნქციის დაკარგვას ნიშნავს.

ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ბოლოს დიალეზე ჩართეს, ისე ცუდად იყო.

ექიმები ამბობენ, რომ თირკმლის გადანერგვა სჭირდება. ამის გამო დაიღუპა მამისი. მარიამი ისე ცუდად იყო, დაკრძალვაზეც ვერ ჩამოვიდა, არ იცის, სად ასაფლავია მამა. არ წავიდა მამამისის თირკმელი, დონორი ვერ არმოჩნდა, ვერ გაუძლო ამ ტკივილს და თავი მოიკლა”, – ამბობს  მარიამის დედა, ია ოთანაძე.

FB კომენტარები

კომენტარი