22 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

42
SHARE

ვერძი
კარგი დღეა სამსახურის საქმეების შესასრულებლად და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. რთული საკითხების მოგვარებისას გარშემო მყოფების რჩევებიც კი არ დაგჭირდებათ. დრო საყვარელი ადამიანისთვისაც გამონახეთ.

კურო
დილიდან ჰარმონიულ განწყობაზე გაგეღვიძებათ. არომატული ყავა, მზის სხივი და საყვარელი ადამიანის ღიმილი კიდევ უფრო გაგილამაზებთ დღეს. იბრძოლეთ მიზნების მისაღწევად.

ტყუპი
კარგი დღეა პოზიტიური ცვლილებებისთვის. მიხედეთ ჯანმრთელობას, აიღეთ სპორტული დარბაზის ან აუზის აბონემენტი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ყური დაუგდეთ რჩევებს.

კირჩხიბი
დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. გააფორმეთ ხელშეკრულებები, მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
კარგი დღეა შეხვედრებისთვის, ახალი მეგობრების გასაჩენად, მგზავრობისთვის. ზოგიერთს ახალ სამსახურს შემოგთავაზებენ, ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. დღეს შეიძლება ისეთ ადამიანს შეხვდეთ, ვინც წარუშლელი კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაში.
ქალწული
კარგი დღე ელით ბიზნესმენ, იურისტ და მენეჯერ ნიშნებს. აგრეთვე მათ, ვისაც დაწინაურება, საქმიანობის შეცვლა სურს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

სასწორი
კარგი დღეა ლექციის, ტრენინგის მოსასმენად. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს. ზოგიერთს საზღვარგარეთ გამგზავრებას შესთავაზებენ.

მორიელი
სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ მზრუნველი და მოსიყვარულე იქნება. წარმატებით მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს, რთული გეგმების განხორციელებასაც კი მარტივად შეძლებთ.

მშვილდოსანი
რთული საკითხების მოგვარება დღეს საერთოდ არ გაგიჭირდებათ. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. დღეს ჰობი მარტო სიამოვნებას კი არა, მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ.

თხის რქა
დღეს სასურველ ხელშეკრულებასაც გააფორმებთ და მოწონებულ ადამიანთანაც გააბამთ ურთიერთობას. საქმეებით დატვირთული დღის ბოლოს რომანტიკული პაემნისთვის ძალების აღდგენაში კონტრასტული შხაპი და არომატული ყავა დაგეხმარებათ.

მერწყული
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად და საბუთების მოსაწესრიგებლად, საქმიანი შეხვედრებისა და მგზავრობისთვის. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ მიღებულ ინფორმაციებს.

თევზები
მშვიდად და გააზრებულად მოაწესრიგეთ სამსახურში წარმოქმნილი პრობლემები და დაპირისპირებები თანამშრომლებს შორის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი