22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1146
SHARE

ვერძი
შეჩერდით, დაფიქრდით, მოიძიეთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. შეიძლება დოკუმენტებთან მოგიწიოთ მუშაობამ და მეტი დაკვირვება გმართებთ.
კურო
საქმიან პარტნიორებთან დიპლომატიურად მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები. იყავით მეგობრული და დელიკატური. კარგი დღეა ძველი კონტაქტების აღსადგენად. შეამცირეთ ალკოჰოლი.
ტყუპი
გააქტიურდებიან პარტნიორები და მეგობრები. დღეს ინტენსიური შეხვედრები და მიმოწერა გელით. შეეხმიანეთ ძველ პარტნიორებს, შეიარეთ ძველ სამსახურში.
კირჩხიბი
თქვენი ნიჭის დამფასებლებთან და თქვენდამი კეთილგანწყობილ ადამიანებთან გქონდეთ ხშირი ურთიერთობა. დაინტერესდით შვილების სწავლით, დაეხმარეთ მათ სირთულეების დაძლევაში.
ლომი
მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას, სამემკვიდრეო და სადაზღვევო საბუთების შედგენისას. ყური დაუგდეთ მშობლების რჩევას. გააუმჯობესეთ ოჯახური ცხოვრება.
ქალწული
კარგი დღეა ინფორმაციის მოსაძიებლად, დოკუმენტების შესადგენა-აღსადგენად. შეეხმიანეთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს. მნიშვნელოვანი ინფორმაცია საიმედო ადამიანს გაუმხილეთ.
სასწორი
ფული მოზომილად ხარჯეთ, მაგრამ აუცილებლობაზე ნუ გააკეთებთ ეკონომიას. კარგი დღეა ნივთების გადასაკეთებლად, სარემონტო სამუშაობების შესასრულებლად.
მორიელი
სასიამოვნო ცვლილებების დღეა. შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ, ახალი სასიყვარულო კავშირი გააბათ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, გეგმის მიხედვით იმოქმედეთ.
მშვილდოსანი
გააზრებულად იმოქმედეთ, ილუზიებში ნუ გადავარდებით და შეცდომებს ნუ დაუშვებთ. შეიძლება შეგეცვალოთ საოჯახო ან სოციალური სტატუსი. პროფესიული საიდუმლოებები მხოლოდ ერთგულებს გაუმხილეთ.
თხის რქა
თუ გვერდით არ გყავთ ადამიანი, რომელსაც გულს გადაუშლით, განცდები დღიურში ჩაიწერეთ. შეეხმიანეთ გურუს, მასწავლებელს, ასაკით უფროს ადამიანს, რომელიც დაგარიგებთ.
მერწყული
ცვლილებები გელით, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოერიდეთ ავანტიურას, აფერისტ ადამიანებთან საქმიანობას. პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების ნუ დაუპირისპირდებით გარშემო მყოფებს.
თევზები
დილა ახლობლების ზრუნვას დაუთმეთ, საზოგადო საქმეები შეასრულეთ. საღამო გამოითავისუფლეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

FB კომენტარები

კომენტარი