22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

55
SHARE

ვერძი
დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. კარგი დღეა მიმოწერისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. ახალი საქმეების დასაწყებად, თუმცა, სარისკო ქმედებებს მოერიდეთ.

კურო
ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და ყველა საქმეში, რასაც დღეს წამოიწყებთ, ხელი მოგემართებათ. დღეს ყველგან სასურველი სტუმარი იქნებით. ასე რომ, ნუ დარჩებით შინ.

ტყუპი
ეცადეთ, ტყუილითა და აფერისტობით არ დაიწყოთ ურთიერთობა, საქმეები. მაქსიმალურად სერიოზული და საქმიანი უნდა იყოთ. თვითკრიტიკაც არ გაწყენდათ.

კირჩხიბი
დღეს საოჯახო საქმეების გამო ცოტა ხნით სამსახურის საქმეებს ჩამოშორდებით. ეცადეთ, ისეთ ადამიანს გადააბაროთ მოვალეობები, ვინც არ დაგაღალატებთ.

ლომი
მოაწესრიგეთ დოკუმენტები. ჩაიწერეთ იდეები, რომლებიც დღეს დაგებადებათ. თუ საყვარელი ადამიანი ფინანსურ ან მორალურ მხარდაჭერას გთხოვთ, უარი არ უთხრათ.

ქალწული
ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. დღეს ისეთ საქმეებს დაიწყებთ, რომლებიც მომავალში წარმატებასა და აღიარებას მოგიტანთ. თქვენ გაფრთხილება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც, მოერიდეთ ავანტიურულ და უაზრო ქმედებებს.

სასწორი
ენერგიული ხართ და არ გაგიჭირდებათ ახალი საქმეების დაწყება, ძველების დასრულება. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიეთ. თუმცა, მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.

მორიელი
წარსულში შესრულებული საქმისთვის დღეს უფროსის შექებას დაიმსახურებთ. დღის მეორე ნახევარში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით.

მშვილდოსანი
მეგობრები და საყვარელი ადამიანი ნებისმიერ საქმიანობაში დაგეხმარებიან და წაგახალისებენ. თავადაც მათ გამო თავდადება მოგიწევთ. ნუ შეუშინდებით საფრთხეებს.

თხის რქა
გავლენიან მეგობრებს გაიჩენთ, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ ინფორმაციაც და შესრულებული სამუშაოც გულდასმით უნდა გადაამოწმოთ.

მერწყული
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. კარგი დღეა მკურნალ ექიმთან შესახვედრად და პროფილაქტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

თევზები
საოჯახო მოვალეობების გამო სამსახურის საქმეების გვერდზე გადადება მოგიწევთ. შესაძლოა ყოფილს ან განაწყენებულ მეგობარს შეურიგდეთ. ნათესავების ვიზიტი სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ.

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი