22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

107
SHARE

ვერძი
მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და მოერიდეთ კონფლიქტს სამართალდამცველებთან, უფროსთან და ოჯახის წევრებთან. აკონტროლეთ ქცევა და სიტყვები.

კურო
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. მეტად იაქტიურეთ პროფესიონალურ და შემოქმედებით საქმიანობაში.

ტყუპი
დადებითად განეწყვეთ გარშემო მყოფების მიმართ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი გმირი თავად ხართ და ყველაზე წინ საკუთარი თავი უნდა დააყენოთ.

კირჩხიბი
დღეს ჩვეული საქმეების გარდა ის პროექტებიც უნდა განახორციელოთ (შეიძლება ნაკლებსასიამოვნო), რაც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

ლომი
მშვიდი და ჰარმონიული დღე გელით. გარშემო მყოფები ყველა პირობას შეგიქმნიან, რომ თავი ბედნიერად და უზრუნველად იგრძნოთ.

ქალწული
მეტად უნდა დაუმეგობრდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს. კარგი დღეა საკუთარი იდეების განხორციელებისთვის.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. საღამოს მეგობრებს შეხვდით.

მორიელი
კარგი დღეა ჟურნალისტი, მთარგმნელი და პედაგოგი მორიელებისთვის. მოერიდეთ უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან.

მშვილდოსანი
ნურავის გაუმხელთ საკუთარ იდეებსა და საიდუმლოებებს. მოერიდეთ კონფლიქტს საზოგადო-პოლიტიკურ თემებზე. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად.

თხის რქა
შეიძინეთ საოჯახო ნივთები. ანტიკვარიატი და ავეჯი, შეიძლება ფულის ხარჯვა ნათესავების იუბილის ან ბავშვის დაბადებისთვის დაგჭირდეთ.

მერწყული
მეტი ყურადღება გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. განსაკუთრებით, თუ პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აპირებთ.

თევზები
თუ წვრილმანებზე ყურადღებას არ გამახვილებთ, ოჯახში მეტად დაისადგურებს სიმშვიდე. რჩევისთვის უფროს ნათესავებს მიმართეთ.

FB კომენტარები

კომენტარი