22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

67
SHARE

ვერძი
აქტიური დღე გელით, მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რათა უქმეები სურვილისამებრ გაატაროთ. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

კურო
ტრავმული და არასტაბილური დღეა სხვა დღისთვის გადადეთ მსხვილი საყიდლები; სასამართლო საქმეები. სავსემთვარეობამ შეიძლება გამბედაობა შეგმატოთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგადგმევინოთ.

ტყუპი
მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, ტექნიკასთან.

კირჩხიბი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. აკონტროლეთ საკუთარი და ოჯახის წევრების ხარჯი. გაფრთხილდით, რათა არაფერი დაკარგოთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ ან ივარჯიშეთ.

ლომი
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, ემოციების გამოხატვას. თქვენი ნათქვამი შეიძლება არასწორად გაიგონ. დაგროვილი ენერგია სპორტდარბაზში დახარჯეთ.

ქალწული
სიფრთხილე და დუმილი – აი, დღის მთვარი გაფრთხილება. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი
გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა არ დაკარგოთ ის, რასაც ამდენი ხნის მანძილზე აგროვებდით, უფრთხილდებოდით. მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებას.

მორიელი
სხვა დღისთვის გადაიტანეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები. გააუმჯობესეთ პირადი ურთიერთობები, დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
ახალი საქმეები, პროექტები გაგიტაცებთ, მაგრამ მათ განხორციელებას ნუ იჩქარებთ. რჩევებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. ცვალებადი განწყობის გამო ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ ახლობლებთან.

თხის რქა
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, არაფერი ახალი არ წამოიწყოთ. მცირე უსიამოვნებების, დაბრკოლებების გამო ნუ გაიფუჭებთ განწყობას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და საფულეს.

მერწყული
სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები, ახალი საქმეების დაწყება. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას პარტნიორებთან. არ ჩაერიოთ კამათში. საღამო მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად მხიარულად გაატარეთ.

თევზები
წარსულთან შეხვედრა გელით – შეიძლება თავი შეგახსენონ ძველმა შეყვარებულებმა, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიხდეთ. აკონტროლეთ ემოციები. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

FB კომენტარები

კომენტარი