21 წლის ახალგაზრდამ მშობლები დანით და ნაჯახით სასტიკად დაჩეხა

რუსეთში, ვორონეჟში, 21 წლის მამაკაცმა მშობლები ჯერ დანით დაჩეხა, შემდეგ კი, – ნაჯახით. მშობლების მკვლელობის შემდეგ, ის სამი დღე სხვენში იმალებოდა. იქ პოლიციის მისვლამდე იმყოფებოდა.
ადგილობრივ პოლიციაში შეტყობინება რაიონული ცენტრის მაცხოვრებლებისგან შევიდა. დაღუპულების მეზობლებმა სამართალდამცველებს განუცხადეს, რომ ისინი სამი დღე სახლიდან არ გამოდიოდნენ, რაც საეჭვო იყო. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სამზარეულოში მოკლული 48 წლის მამაკაცი და მისი 42 წლის მეუღლე იპოვეს. სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათ სხვენზე დახვდათ. მისი განმარტებით, მამასთან ოჯახური კონფლიქტი მოუვიდა. შედეგად, ახალგაზრდამ დანა აიღო და მამას კისერში ჩაარტყა. ხმაურზე დედა გამოვიდა, რომელსაც შვილმა ასევე დანა დაარტყა. ახალგაზრდა ამაზე არ გაჩერებულა. სარდაფში მან ნაჯახი აიღო და მშობლების მკვლელობა მისი დახმარებით დაასრულა.
დამნაშავე დაკავებულია და მის წინააღმდეგ გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები