ვერძი
სექტემბრის მესამე დეკადაში ვერძი ისევ გამოვა ცხოვრების ასპარეზზე საკუთარი იდეების განხორციელების სურვილით და გარშემომყოფთა წინაშე ამის დემონსტრირებას მოახდენს. ნუ ეცდებით, საკუთარ თავს გაასწროთ. პირად ურთიერთობებში შესაძლოა, თქვენმა მოუთმენლობამ, გულმავიწყობამ, პრეტენზიულობამ და ეგოიზმმა დაგაზარალოთ.
კურო
იდეალური დროა გამაჯანსაღებელი კურსის ჩატარებისა და თავის მოვლისთვის. საუნა, ვარჯიში, სახის გაწმენდის პროცედურები და მასაჟი შესანიშნავ შედეგს მოგცემთ. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე ბევრი ისეირნოთ და არავითარ შემთხვევაში 8 საათზე ნაკლები არ იძინოთ. ზედმეტი წონის მქონე კუროებისთვის შესანიშნავი დროა წონის დასაკლებად, თუმცა დიეტის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ.
ტყუპები
შესაძლოა, შრომის შესაბამისი მატერიალური ანაზღაურება მიიღოთ. თქვენი მომხიბვლელი ღიმილი, როგორც ყოველთვის, საქმის მოგვარების დროს, ახლაც შესანიშნავ სამსახურს გაგიწევთ. იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე და ფულის ნაწილი ანაბარზე შეიტანეთ.
კირჩხიბი
გადაღლა აუცილებლად სტრესამდე და იმუნიტეტის დასუსტებამდე მიგიყვანთ. ეცადეთ, სამუშაო დღე გონივრულად დაგეგმოთ და აუცილებლად გამოყავით დრო დასვენებისთვის.
ლომი
გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს ურთიერთობების გარკვევა მოგიწიოთ, თუმცა პრობლემებს შესანიშნავად გაუმკლავდებით. მეტი სითამამე გჭირდებათ. ოპონენტებს მშვიდად, მაგრამ ყველაფერი უნდა უთხრათ.
ქალწული
შესაძლოა, კონკრეტული ადამიანების ან საკითხების მიმართ უხეში და ტენდენციური იყოთ და საკუთარი პოზიცია იმის მიხედვით ცვალოთ, რაც მოცემული მომენტისთვის გაინტერესებთ. არც ისაა გამორიცხული, რომ საკუთარი შესაძლებლობები კონსტრუქციულად და წარმატებულად გამოავლინოთ. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.
სასწორი
ნეგატიური დღეა, რომელიც იმედგაცრუებას, პარტნიორებს შორის ურთიერთობის დაძაბვას, მშობლებთან და შვილებთან კონფლიქტს უკავშირდება. მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაც. მოერიდეთ თმის შეჭრას, სპირტიანი სასმელისა და მძიმე საკვების მიღებას.
მორიელი
ამ დღეს მოსალოდნელია ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა, კრედიტის აღება და შემოსავალი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციიდან. კარგი დღეა ბინისა და აგარაკის შესაძენად და ახალ სახლში გადასასვლელად.
მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა ინიციატივის გამოსაჩენად. შესაძლოა, ახალი სამსახური ან პარტნიორი გამოგიჩნდეთ. წარმატება სხვა არაფერია, თუ არა კარგად აკეთოთ ის, რაც შეგიძლიათ და პოპულარობაზე არ იფიქროთ.
თხის რქა
გამორიცხული არაა, რომ ფინანსურ წარმატებასა და საკუთარი დამსახურებების აღიარებას მიაღწიოთ. მხოლოდ საკუთარი თავისა და ცოდნის იმედად უნდა იყოთ, ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
მერწყული
დღის პირველ ნახევარში ცხოვრების ჩვეულ რიტმში მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები, თუმცა ეს დროებითია. შუადღე წარმატებული გექნებათ, საღამო კი – ნეიტრალური. ეცადეთ, არსად იჩქაროთ და არც სხვები ააჩქაროთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ ან ისინი მიიღებენ, კარგად გააზრებული უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
თევზები
ამ დღეს ნებისმიერი სახელოვნებო პროექტი წარმატებული იქნება, ამიტომ ხელსაყრელია ურთიერთობა ჩინოვნიკებთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. გამძაფრებული ინტუიციის წყალობით, ფინანსურ და ოჯახურ საქმეებში წარმატება გელით. ნუ განმარტოვდებით და გახსოვდეთ – თქვენ წარმატებული და პოპულარული ადამიანი ხართ.