თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტია. ამიტომ ხალხის უმრავლესობა თვითმფრინავს სხვა ტრანსპორტად მიიჩნევს. მაგრამ არსებობს საიდუმლოებები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, ავიაკომპანიები კი არ გაგიმხელენ.
შეფუთული ყურსასმენები, რომლებსაც თქვენ თვითმფრინავში გაძლევენ, ნახმარია. ყოველი რეისის შემდეგ ყურსასმენებს წმენდენ და ფუთავენ.
პილოტების ერთ ნაწილს ფრენის დროს სძინავს, მეორე ნაწილი კი დრო და დრო იღვიძებს, რათა დარწმუნდეს, რომ გვერდით მჯდომსაც სძინავს.
ნიღბებში ჟანგბადი 15 წუთის სამყოფია, მაგრამ ეს დრო პილოტისთვის საკმარისია, რომ უფრო დაბლა დაეშვას, სადაც სუნთქვა არის შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ დიდ სიმაღლეზე თქვენ 15-20 წამი გაქვთ გონების დაკარგვამდე, ამიტომ მოასწარით იზრუნოთ ბავშვებზე და საკუთარ თავზე.
როდესაც თვითმფრინავი ღამის საათებში ეშვება, ლაინერში დაბალი შუქია, ეს აუცილებელია ევაკუაციისთვის, რომელიც დაშვებისას ხორციელდება. თქვენი თვალები შეჩვეულია სიბნელეს და ამიტომ ადვილად პოულობთ გასასვლელს.
რეისზე ყოველ ორ პილოტს მოწამვლისგან თავის არიდების მიზნით ეძლევა საკუთარი საკვები, რომლის გაყოფა სხვასთან არ შეიძლება. ასევე იკრძალება ბორტგამცილებლების მიერ თვითმფრინავის ბორტიდან პროდუქტების მოპარვა, ასეთ შემთხვევაში თანამშრომელს სამსახურიდან ითხოვენ.
თვითმფრინავის საწვავის ჩამსხმელმა მოჰყვა: „არსებობს ერთი „მაგრამ“, რომელიც მე მთრგუნავს. რეისის დროს შეგიძლია ბევრ რამეს აარიდო თავი, მაგრამ არა ხმაურს, რომელიც ტექნიკური განყოფილებიდან გამოდის. ფრენის დროს ხმაური, ძირითადად, შინაურ ცხოველებზე მოქმედებს. მე თვითონ ვერ ვუძლებ ამ ხმაურს სპეციალური დამცავი ყურსასმენების გარეშე და თქვენი შინაური ცხოველი კი ზის და ელის ბორტიდან ჩასვლას. ხალხო, კარგად დაფიქრდით, სანამ ცხოველებს თან წაიყვანთ!“
მას შემდეგ, როდესაც ბორტგამცილებელი გაფრთხილებთ, გამორთოთ ტელეფონები, ბევრი მათგანი თავად მესიჯობს.
თვითმფრინავის კაპიტანს ყველაფრის უფლება აქვს. მას შეუძლია, დააპატიმროს მგზავრები, გამოუწეროს ჯარიმები და გადმოიფორმოს მომაკვდავი მგზავრის ქონება.
არ დალიოთ წყალი, თუ ის ბოთლის არ არის. სჯობს არც მოკიდოთ ხელი. ბორტზე ტუალეტის ჩარეცხვა იქვე ახლოს ხდება, ზოგჯერ კი ორივე საქმეს ერთი ადამიანი ასრულებს.
რეზერვუარები, სადაც წყალი ინახება, ათწლეულობით არ იწმინდება. რაც უფრო ძველია თვითმფრინავი, მით უფრო საშიშია იმ წყლის დალევა. ამიტომ ბორტზე არ ღირს ყავის და ჩაის დალევა.
ტუალეტები გამოაღეთ გარედან. საერთოდ მექანიზმი გარედან აღებს. მას წარწერა: „არ მოწიოთ“ ფარავს. გასწიეთ წარწერა და კარი გაიღება.
საკუთარი ბარგის გარანტირებული ბლოკირება მოძებნეთ.
ცუდ ამინდში „დაშვება დაგეგმილი ავარიაა“,- ხუმრობენ პილოტები.
ბორტგამცილებლებს ზედმეტი ფულით ნუ ანებივრებთ. თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ ზედმეტი ფულის მიცემას, მაშინ უფასო სასმელი გარანტირებული გაქვთ.
ცნობილი ავიაკომპანია არ გაძლევთ გარანტიას, რომ ლაინერის ბორტზე გამოცდილი პილოტი დაგხვდებათ.
სინამდვილეში ჩართული ტელეფონები ფრენისას საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ ტელეფონის ხშირი წკაპუნი და სიხშირის ძებნა ბორტზე პილოტს აღიზიანებს და მუშაობაში ხელს უშლის.
რეისის შემდეგ ბალიშს და საბნებს უბრალოდ აბრუნებენ და ადგილზე დებენ, მათ არც რეცხავენ და არც დეზინფექციას არ უკეთებენ. ამასთანავე, საჭმლის მაგიდებზე და ლარნაკებზე ხშირად უცვლიან პატარა ბავშვებს „პამპერსებს“ და დეზინფექციას არ უტარებენ.
აეროპორტის ტერიტორიაზე არსებობს პატარა ხვრელები, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეძვრეს, მაგალითად, ასაფრენ ბილიკზე.
ამერიკის ზოგიერთი შიდა რეისით ადამიანის ორგანოები გადააქვთ.
ლაინერს გადაუდებელ სიტუაციაში ძრავის გარეშე შეუძლია ფრენა.
პილოტის კომენტარი: „თვითმფრინავს ორივე ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში გზის გაგრძელება შეუძლია. 9 კმ-ის სიმაღლეზე თვითმფრინავს შეუძლია 60კმ ძრავის გარეშე იფრინოს. ამიტომ უბედური შემთხვევები, ძირითადად, დაშვების ან აფრენის დროს ხდება“.
საფერფლე თანამედროვე ლაინერის ბორტზე დეკორის აუცილებელი ელემენტია, იმის მიუხედავად, რომ მოწევა ბორტზე დიდი ხნის წინ აკრძალეს. ამ დეკორაციის ფუნქცია კი, როგორც თანამშრომლებმა თქვეს, არის ის, რომ თუ მაინც მოინდომა მგზავრმა მოწევა, საფერფლე დასჭირდება.