21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნაყოფიერი დღეა, ეფექტურად შეძლებთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. მიუხედავად ახალი, რთული ამოცანებისა თქვენი გამჭრიახობითა და ჯანსაღი მიდგოებით ყოველივეს გაუმკლავდებით.

კურო

სასიამოვნო სიახლეების დღეა, რომლებიც საქმიან სფეროში სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ. შესაძლოა მიიღოთ მნიშნელოვანი გადაწყვეტილება, რაც სასიკეთოდ შეცვლის თქვენს მომავალს.

ტყუპები

შესაძლოა მოულოდნელად შეხვდეთ თქვენს ყოფილ საქმიან პარტნიორს, რომელთანაც წარმატებული თანამშრომლობა გაკავშირებდათ. ახალი ნაცნობობა მნიშნელოვნად წაადგება თქვენს კარიერას, თუმცა ყველას ნუ ენდობით.

კირჩხიბი

დღეს შესაძლოა ირგვლივმყოფებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭრდეთ, თუმცა სიტუაცია კონფლიქტში არ გადაიზრდება. თქვენ შეძლებთ მშვიდობიანად მოაგვაროთ გაუგებრობები და განმუხტოთ დაძაბულობა.

ლომი

რომანტიული სიურპირზები და სასიამოვნო მოულოდნელობები ძალიან გაგახარებთ, შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ახლო წარსულში თქვენთვის ძალიან მნიშნელოვანი და ძვირფასი იყო.

ქალწული

ცდუნებების დღეა, თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან. დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები,ახლა მთავარია ყურადღება საოჯახო საქმეებსა და ოჯახის წევრებზე გადაიტანოთ.

სასწორი

ახალი გატაცებები, ახალი შემოთავაზებები, თქვენ მარტივად მოახერხებთ სხვათა დაინტერესებას და გარშემომყოფთა გულის მონადირებას, შესაძლოა არსებული ურთიეთრთობები უფრო ჰარმონიული და მნიშნელოვანი გახდეს.

მორიელი

შესაძლოა შეხვდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანს და მასთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოგიწიოთ. სავარაუდოდ გამოჩნდება ახალი შესაძებლობები, რომელიც დიდ სიხარულს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

სასურველი შედეგების მისაღებად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. შეეცადეთ გონივრულად გამოიყენოთ ძველი კავშირები, რათა განაგრძნოთ დაწყებული საქმე, ირგვლივ კი მეგობრული და კომფორტული გარემო შეიქმნათ.

თხის რქა

მიენდეთ ინტუიციას, მისი კარნახით სწორ გამოსავალს იპოვნოთ და შეძლებთ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, მიხვდებით როგორ და რა ნაბიჯებით მიაღწიოთ თქვენს მიზნებს.

მერწყული

იყავით ყურადღებით ფინანსურ საკითხებითან დაკავშირებით, მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც საეჭვო წინადადებით მოგმართავენ, არის ალბათობა ავანტიურულ გარიგებაში ჩაგითრიონ, ნუ გარისკავთ.

თევზები

იყავით ობიექტური და თვალი გაუსწორეთ სინამდვილეს, ენდეთ საკუთარ თავს და ნუ დაელოდებით უკეთეს დროს გაუგებრობების მოსაგვარებლად, ნუ იქნებით სხვათა დახმარების იმედად.

კომენტარები

სხვა სიახლეები