21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კეთილი და პოზიტიური დღე გელით. ზოგიერთს ცხოვრების კარდინალურად შეცვლა მოუნდება. ზოგიერთ შემოქმედებით სფეროში გამოავლენს ნიჭს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კურო
იღბალი მიზანსწრაფულ და შრომისმოყვარე ადამიანებს სწყალობს. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმეები. საყვარელი ადამიანი შინაურულ სიმყუდროვეს შეგიქმნით.

ტყუპი
წარმატებული დღე გელით. იყავით დაკვირვებული და აკონტროლეთ კონკურენტების ქმედებები. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ, გადაადგილეთ ავეჯი.

კირჩხიბი
წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. მნიშვნელოვან საქმეს ნურავის ანდობთ. რჩევა ჰკითხეთ გამოცდილ კოლეგებს. საყვარელი ადამიანი თქვენს სურვილებს აგისრულებთ.

ლომი
კომუნიკაბელური ხარ და საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ. ზოგიერთი სარფიან შემოთავაზებას მიიღებთ. საღამო საყვარელ ადამიანსა და მშობლებს შორის უნდა გადაანაწილოთ.

ქალწული
დღეს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ დროსა და ფულს. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ განწყობაზეა, მოსალოდნელია გულითადი საუბარი.

სასწორი
მეტად გამოავლინეთ ფანტაზია. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მათ თქვენთან ყოფნა ენატრებათ.

მორიელი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. დღეს უამრავ საქმეს შეასრულებთ. თუმცა, კონკურენტებიც უნდა აკონტროლოთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
მოერიდეთ სარისკო და ავანტიურულ საქმიანობას. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. პარტნიორებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. გართობა საღამოსთვის გადაიტანეთ.

თხის რქა
დროა, შემოსავლ-გასავლის დღიური აწარმოოთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მათ თქვენი მზრუნველობა სჭირდებათ.

მერწყული
დღეს ნებისმიერ სფეროში მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები. თუმცა, ნათესავებს უნდა დაუთმოთ და მეტად იზრუნოთ მათზე.

თევზები
თვითდაჯერებული და მიზანსწრაფული უნდა იყოთ. გულის კარნახით იმოქმედეთ, ის არ გიმტყუნებთ. საინტერესო საქმეების გამო ნუ დაივიწყებთ პირად ცხოვრებას.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები