21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმიანობიდან სატელეფონი ზარები და უფროსის თხოვნები მოგაცდენთ. საღამოს ოჯახური წვეულება მოაწყვეთ, ნათესავებთან გულითადი საუბრის დროს უამრავ საინტერესოს შეიტყობთ.

კურო
უდროობისა და საქმეებს გამო ახლობლებსა და კოლეგებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. საღამოს ნათესავები ოჯახურ წვეულებაზე შეკრიბეთ და იმხიარულეთ.

ტყუპი
მშვიდი დღე გელით. არ დაიწყოთ ახალი პროექტები. აკეთეთ თქვენი საქმე. საღამოს მეგობრებს შინ უმასპინძლეთ და იმხიარულეთ.

კირჩხიბი
დღეს ისე უნდა იმუშაოთ, რომ უფროსის შენიშვნა არ დაიმსახუროთ. საღამოს შინ გაატარეთ, ახლობლებს უმასპინძლეთ.

ლომი
მცირე უსიამოვნებებს ყურადღება არ მიაქციოთ. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით; საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
ყველაფერს თავისი დრო აქვს, არ ააჩქაროთ მოვლენები. საღამო საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
იმუშავეთ, რათა უფროსის შენიშვნა არ დაიმსახუროთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ; მოუწყვეთ რომანტიკული საღამო.

მორიელი
არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, უმჯობესია, დაწყებულ პროექტებს გადახედოთ, შეცდომები გამოასწოროთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
ნეიტრალური დღეა მუშაობისთვის. ნუ დახარჯავთ დროს ტყუილა ცხოვრებისეული ბარიერების გადასალახავად. საღამოს არ დაგეგმოთ საქმეები, საქმიანი შეხვედრები. უმჯობესია, დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

თხის რქა
ენერგია და ენთუზიაზმი სამსახურის საქმეებს კი არა, პირად განვითარებას დაუთმეთ. კარგი დღეა ჰობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ოფისში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
მუშაობის განწყობაზე არ ხართ და ნურც აიძულებთ საკუთარ თავს. ნუ გამოიჩენთ ინიციატივას; ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. საღამოს საყვარელი ადამიანები რესტორანში მიიპატიჟეთ.

თევზები
კოლეგებთან ერთად ყავის სმა და საუბარი უფრო გესიამოვნებათ, ვიდრე მუშაობა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ უფროსი ყველაფერს ხედავს. მოიკრიბეთ ძალები და მიმდინარე საქმეები მოაგვარეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები