21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ დილიდან დადებითად განეწყობით, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ნუ გექნებათ გარშემო მყოფების იმედი, თქვენს საქმეს სხვა ვერ მოაგვარებს, ან ისე ვერ გააკეთებს როგორც გინდოდათ.

კურო
ბიზნესის გაფართოების შანსი მოგეცემათ. თუმცა, ახალი საქმის წამოწყებამდე კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარეთ.

ტყუპი
ხარჯი მოიმატებს და ფინანსური მხარდაჭერისთვის ახლობლების შეწუხება მოგიწევთ. ახალი პროექტების განხორციელება პარტნიორებთან განხილვის შემდეგ წამოიწყეთ.

კირჩხიბი
დღეს დასვენების საშუალება არ მოგეცემათ. ახალი პროექტების განხილვის შემდეგ მათ განხორციელებას შეუდგებით. პარალელურად უამრავი პატარ-პატარ საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და მაქსიმალური ყურადღება მოგეთხოვებათ.

ლომი
კარგი დღეა დოკუმენტების გაფორმებისა და

ხელშეკრულებების გასაფორმებლად. აგრეთვე, – სწავლისთვის, ინფორმაციის მიღებისა და ბიზნესის გასაფართოებლად.

ქალწული
გარშემო მხიარული და მეგობრული დამოკიდებულება შეიქმენით. შეაგულიანეთ კოლეგები ახალი პროექტების დასაწყებად, კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად.

სასწორი
წარმატება ელით მოგზაურ და სპორტსმენ ნიშნებს. იყავით მეტად ამბიციური. დაისახეთ მიზანი და ამოქმედდით.

მორიელი
დღეს რასაც ჩაიფიქრებთ, ყველაფერს განახორციელებთ. მთავარია, არ იზარმაცოთ. არც საყვარელ ადამიანზე გაგიჭირდებათ მაგიური ზეგავლენის მოხდენა.

მშვილდოსანი
ნუ გახდებით მარიონეტი გარშემო მყოფების, მათ შორის საყვარელი ადამიანის, ხელში. სიყვარული გამოცდას გიწყობთ: თქვენ სხვა შეგიყვარდებათ, სხვას კი თქვენ.

თხის რქა
დღეს სასიამოვნო მომენტებიც გექნებათ და უსიამოვნოც. სამსახურში ახალ საქმიანობაში ჩართვას შემოგთავაზებენ. თუმცა, დოკუმენტების გაფორმებას ნუ იჩქარებთ. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ ის, რაც თქვენთვის ძვირფასია.

მერწყული
ყურადღება მიაქციეთ საკვების ვადას და ხარისხს. მოერიდეთ კონსერვებს და უპირატესობა წვენებსა და ჩაის მიანიჭეთ.

თევზები
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და ეცადეთ, ილუზიებში გადავარდნილმა, ძალიან არ მოიტყუოთ თავი. გახსოვდეთ, სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ იმ ადამიანთან უნდა გააბათ, რომელსაც დრო და სიტუაცია გამოცდის.

 

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები