11 წლის შელბი უაითი პრესის ინტერესის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც მან პუმის ოსტატურად მოკვლა მოახერხა. გოგონას პატარა ძმას, ვაშინგტონის შტატში ცხოველი თავს დაესხა და რომ არა გოგონას სიყოჩაღე, ბავშვი ახლა ცოცხალი არ იქნებოდა.
ამ ერთი შეხედვით თავდადებული ისტორიის მიღმა, გოგონას ოჯახის უჩვეულო ტრადიცია იმალება. მისი ოჯახის უფროსი თაობა გატაცებულია ეგზოტიკური ცხოველების დახოცვით, რაც ბუნებრივია არალეგალურ საქმიანობადაა მიჩნეული. გოგონა ბავშვობიდან უყურებს როგორ ანადგურებენ მისი ოჯახის წევრები ცხოველებს, ამიტომ პუმის მოგერიება საერთოდ არ გასჭირვებია.
წყარო: http://www.etanews.ge