ვერძი
ეს დღე მიზნის არჩევას და პრინციპების დაცვას განასახიერებს და შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. შესაძლებელია, დაგეგმილი შვებულების გაუქმება და დამატებითი პასუხისმგებლობების აღება მოგიწიოთ. ამ დღეს ყველა საქმე პირდაპირ ან ირიბად ფინანსებს უკავშირდება. გადაწყვეტილების მიღების დროს ნუ აჩქარდებით – სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კვების მენიუში უმჯობესია, უპირატესობა რძის ნაწარმს მიანიჭოთ.
კურო
ოჯახთან ერთად დასვენება წყენასა და იმედგაცრუებას თავიდან აგაცილებთ. შესაძლებელია, მისტიკით, ფილოსოფიით ან რელიგიით დაინტერესდეთ. ფანტაზია და მდიდარი წარმოსახვის უნარი მოულოდნელ დასკვნებამდე მიგიყვანთ. მოსალოდნელია ნათესავებთან ან ძველ მეგობრებთან შეხვედრა. ეცადეთ, მათან საუბრის დროს გულწრფელობისგან თავი შეიკავოთ.
ტყუპები
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. თქვენმა არატრადიციულმა შეხედულებებმა და ექსცენტრიულობამ შესაძლოა ის ადამიანებიც გააოცოს, ვინც კარგად გიცნობთ. ეცადეთ, მეტი თვითკონტროლი გამოიჩინოთ, თორემ უდისციპლინობა და თავდაჯერებულობა ჩიხში მოგიყვანთ.
კირჩხიბი
ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ, ძველი დაასრულოთ. საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ, რადგან შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ და გაფლანგული ფულის გამო დიდხანს ინანოთ. ოჯახში მოსალოდნელია გაუგებრობა და წყენა. შესაძლოა, თავი მარტოსულად იგრძნოთ. გირჩევთ, საღამოს ყველა საქმე გადადოთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ.
ლომი
ეს დღე შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. შესაძლებელია გეგმების შეცვლა და დამატებითი პასუხისმგებლობების აღება მოგიწიოთ. ეს შეიძლება, სხვების შეცდომების გამოსწორება ან დაპირისპირებული მხარეების მორიგება იყოს. სავარაუდოდ, თქვენი ყველა საქმე ამ დღეს როგორღაც ურთიერთობებთან იქნება დაკავშირებული. გამორიცხეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება – შესაძლოა, მტრები გაიჩინოთ.
ქალწული
ეს დღე ასოცირდება ტყუილებთან, კონფლიქტებთან და დანაკარგებთან. იზრდება ნერვულ სისტემაზე დატვირთვა, რაც ქალწულს ქრონიკული დაავადებების გამწვავებით ემუქრება. მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და გაღიზიანება. ქალწულებს შეუძლიათ დაიკავონ კრიტიკის გზა. ერიდეთ, კონფლიქტებს და ეცადეთ, ყურადღება სხვა საქმეებზე და პრობლემებზე გადაიტანოთ. გახსოვდეთ. რომ ახლობელი ადამიანები თქვენგან სიყვარულს და გაგებას ელიან.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარებისთვის. სასურველია სულიერი ლიტერატურის კითხვა და ტაძრის მონახულება. ამ დღეს იზრდება იღბლიანობა და ინტუიცია. ოჯახური ურთიერთობები ძლიერდება და ჰარმონიული ხდება.
მორიელი
გაურკვეველი და წინააღმდეგობრივი დღეა. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, ინტუიციას ენდეთ – ის არ გიღალატებთ. ერიდეთ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გარკვევას და ეცადეთ ვინმეს წინაშე ვალდებული არ იყოთ. შესაძლოა, გაგებას და მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან მიიღოთ, რომლებიც მოკავშირეებად არ მიგაჩნდათ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმისთვის, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის კომპრომისი მოძებნოთ. თქვენი მხიარულება და გამჭრიახობა ნებისმიერი კომპანიის ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. გაითვალისწინეთ, რომ უტაქტობა ან უკბილო ხუმრობა შეიძლება გაუგებრობის მიზეზი გახდეს, მაგრამ კონფლიქტი მალე მოგვარდება. გარშემომყოფებმა იციან, რომ თქვენ დიპლომატიის ნიმუში არ ხართ გულწრფელად ნანობთ საკუთარ შეცდომას.
თხის რქა
დასვენებისა და ენერგიის ახალი წყაროების მოძიების დღეა. გონივრულად მოქმედების შემთხვევაში წარმატების დიდი შანსი გაქვთ. შესაძლებელია, პირადი ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. მოვლენები არ დააჩქაროთ – ყველაფერი შეიძლება ბოლო წუთს შეიცვალოს. ცნობიერების და ქვეცნობიერების მჭიდრო კავშირი და შესანიშნავი ინტუიცია საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი ადამიანების სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ძველი სიყვარულის განახლება. სიფრთხილე და წინდახედულება შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.
მერწყული
ხელსაყრელი დღე შეჯამებისა და დასკვნების გამოტანისთვის. მოსალოდნელია ფინანსების ან რაღაც ინფორმაციის მიღება, რაც პლანეტების აზრით, თქვენი ცხოვრების წესს რადიკალურად შეცვლის. გირჩევთ შეცვალოთ დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ და მეტი სინაზე, სიყვარული და ყურადღება გამოხატოთ.
თევზი
აქტიური და დაძაბული დღეა. უამრავი საქმის გაკეთებას მოასწრებთ. განსაკუთრებით ისეთი საქმეების, რაც ფანტაზიასა და შემოქმედებას მოითხოვს. ეს დღე შეიძლება სავსე იყოს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო სიურპრიზებით, ნურაფრის შეგეშინდებათ, რადგან ადაპტაციის უნარის წყალობით, ყველა პრობლემის დაძლევას შეძლებთ.