21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

37
SHARE

ვერძი
მშვიდი და გაწონასწორებული დღე გელით. მეტად იკონტაქტეთ ნათესავებთან, ახლობლებთან. დაეხმარეთ ოჯახის წევრებს საქმეების მოგვარებაში. დღეს ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

კურო
კარგი დღეა ცხოვრების “სუფთა ფურცლიდან დასაწყებად”. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. თქვენ გვერდით ერთგული მეგობრები და ოჯახის წევრები არიან, რომლებიც დაგეხმარებიან. თამამად გადადგით გამარჯვებისკენ ნაბიჯი.

ტყუპი
დღეს ყველა დასახულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით, არ გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი
დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ მის განსახორციელებლად. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანსა და შვილებს. საღამო საოჯახო საქმეებსა და მეგობრებთან დროის სასიამოვნოდ გატარებას დაუთმეთ.

ლომი
კარგი დღეა მგზავრობის, მოგზაურობისა და მისამართის შესაცვლელად. ზოგიერთები რემონტს წამოიწყებენ. დღეს რასაც გააკეთებთ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ და გარშემო მყოფების შექებას დაიმსახურებთ.

ქალწული
მოიკრიბეთ ძალები, აზრები, რათა მიზნების მიღწევაში არაფერმა შეგიშალოთ ხელი. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა დაისადგურებს.

სასწორი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად და მისამართის შესაცვლელად. ახლობლები ნებისმიერ სურვილს აგისრულებენ, დაგეხმარებიან ყველა საქმეში. ზოგიერთი აღადგენს ურთიერთობას დიდი ხნის უნახავ მეგობართან. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

მორიელი
არ ააჩქაროთ მოვლენები; დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.

მშვილდოსანი
მოერიდეთ ტყუილსა და აზარტს. მოსალოდნელია ფულის დაკარგვა. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

თხის რქა
მოსალოდნელია ან სასიამოვნო შეხვედრა, ან სასიამოვნო ამბის გაგება. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრას, მათთან საუბარს. დღის პირველ ნახევარში არაფერი დაგეგმოთ.

მერწყული
კარგი დღეა სწავლისა და ახალი თანამოაზრეების გასაჩენად. მამაკაცები მზად იქნებიან საყვარელი ადამიანის მხარდასაჭერად, მათთვის რაინდული საქციელის ჩასადენად. საღამოს სპორტდარბაზში ივარჯიშეთ.

თევზები
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში. საყვარელ ადამიანს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. მას შეიძლება თქვენი რჩევა ან მატერიალური დახმარება დასჭირდეს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, მოერიდეთ გამაღიზიანებელ საქმიანობას, უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი