21 ნოემბერს მხატვარი გიგო გაბაშვილი დაიბადა

693
SHARE

1862 წლის 21 ნოემბერს თბილისში ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი (გიგო) გაბაშვილი დაიბადა.12112451_1081218798589630_2444441374098635969_n
1882-1883 წწ თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში სწავლობდა და ბატალისტ ფ. რუბოსთანთანამშრომლობდა, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. 1886-1888 წწ სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აკადემიური მიმართულების პროფესორ ბ. ვილვალდესთან, 1894-1897 წწ – მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1894 წელს იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა. 1898წელს იყო იტალიაში და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან. 1891 წ. თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა.
XIX საუკუნის 12227783_1081218931922950_1503565014159941205_nმიწურული და XX საუკუნის პირველი წლები გაბაშვილის შემოქმედების აყვავების პერიოდია. მისი, როგორც შემოქმედის, ჩამოყალიბებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, ერთი მხრივ,
ქართველ სამოციანელთა მოწინავე იდეებს, მეორე მხრივ, – XIX საუკუნის II ნახევრის რუსულ რეალისტურ მხატვრობას. გაბაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა საბოლოოდ ევროპული მხატვრობის ფორმები ჩვენში, იდეურ-თემატიკურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა ქართული მხატვრობა.12247182_1081218801922963_1919685185125128264_n
გიგო გაბაშვილი ზეთის საღებავებით და აკვარელით მუშაობდა, აქვს კალმით ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. გაბაშვილმა ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა მთელი სერია შექმნა ; არისტოკრატიის წარმომადგენელთა ტიპიზებული პორტრეტები. სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები.
გიგო გაბაშვილი არის პიონერი ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობისა, პეიზაჟისა, ნატურმორტისა. ცალკე დგას მისი შუააზიური ციკლი („ბაზარი სამარყანდში”, 1894წ; „დივანბეგის აუზი ბუხარაში”, 1895წ.). „ბაზარი სამარყანდში” 2006 წლის აპრილში გაიყიდა ნიუ-იორკის ქრისტის აუქციონზე 1 მილიონ 136 ათას დოლარად, არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.
12250011_1081218791922964_467548878596610378_nგიგო გაბაშვილმა ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას, პირველმა დაამკვიდრა მხატვრობაში თანამედროვე ცხოვრების მიერ შთაგონებული ეროვნული თემატიკა, საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრები განვითარებას ქართულ მხატვრობაში. მისი საუკეთესო ნამუშევრები დიდი ფერწერული ოსტატობითა და ცხოველი კოლორიტით გამოირჩევა.
1897წ. თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია, 1990-იან წლებში ასწავლიდა „ნატიფი ხელოვნებისწამახალისებელი კავკასიის საზოგადოების” ხატვის სკოლაში (1901 წლიდან იყო დირექტორი). ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი (1922).
გაბაშვილის რეალისტურ, დემოკრატიულ ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში.
გიგო გაბაშვილი 1936 წლის 28 ოქტომბერს, ქობულეთის რაიონ სოფელ ციხისძირში გარდაიცვალა. დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე.

FB კომენტარები

კომენტარი