21 მარტი “დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა”

38
SHARE

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლიდან, 21 მარტი “დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ” დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოში, ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დაუნის სინდრომი არ არის დაავადება. ეს არის გენეტიკური ცვლილება, რაც გამოწვეულია ერთი დამატებითი ქრომოსომის არსებობით. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს – ნაცვლად 46 ქრომოსომისა – აქვს ერთი დამატებითი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც “21-ე წყვილის ტრისომია” ეწოდა. 2013 წელს, “დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით”, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ტრადიცია მიზნად მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს.

FB კომენტარები

კომენტარი