21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

344
SHARE

ვერძი
ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული, სამართლიანი და განსაკუთრებულად ლამაზი იქნებით. ვერძების უმეტესობა შინაგანი კონცენტრირებულობით გამოირჩევა. თქვენგან წამოვა სხვადასხვა ინიციატივები, იქნება ეს მოგზაურობასთან, შემოქმედებასთან თუ სამეცნიერო მუშაობასთან დაკავშირებული. ვარსკვლავები გირჩევენ, დაიწყოთ იოგის კურსი.

კურო
პირად ურთიერთობებში სირთულეები გელოდებათ. ამ სფეროში დაძაბულობა გიკარნახებთ, ვისთან ვერ აგვარებთ ურთიერთობებს. გააანალიზეთ სიტუაცია, დაფიქრდით, იქნებ თქვენ, დიდი ხნის ნაცნობ ადამიანთან ურთიერთობის დროს, არასწორი სტრატეგია აირჩიეთ, ან იქნებ, ურთიერთობა, უბრალოდ, ამოწურეთ და მასთან ყოფნა თქვენთვის ჩვევაში გადაიზარდა?

ტყუპები
ეს დღე საკუთარი თავის პატივისცემასთან და შინაგან ჰარმონიასთან ასოცირდება. საკუთარი თავის პატივისცემა შესანიშნავი გრძნობაა. დაგეხმარებათ უიღბლო სიტუაციებისგან თავის დაღწევაში და ბევრ სიახლეზე დაგაფიქრებთ. მიუხედავად იმისა, რომ თვითრეალიზაციისთვის კარგი პერიოდი გაქვთ, გელოდებათ ფინანსური წარმატება და კაპიტალდაბანდება, ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, სარისკო ქმედებებს და გადაუმოწმებელ პროექტებზე მუშაობას მოერიდოთ. ნუ გახდებით ავანტიურის მსხვერპლი!

კირჩხიბი
ამ დღეს მუშაობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. ეს არ იქნება რეზულტატის ან ფინანსური დაინტერესებისთვის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობა თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არ იქნება, თქვენი მუშაობის შედეგი ღირსეულად შეფასდება. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი რეპუტაცია რისკის ქვეშ არ დააყენოთ.

ლომი
გარშემომყოფებთან კონტაქტის მცდელობისას დაძაბული იქნებით და მათთან უთანხმოებაში შეხვალთ. მიზეზი კი სხვადასხვა მიზნები და განზრახვები იქნება. პრობლემების აღმოფხვრის დროს სკანდალის ცენტრში აღმოჩნდებით. სცადეთ უკმაყოფილოების დამშვიდება, შემდეგ კი, მყარად და არგუმენტირებულად გააჟღერეთ საკუთარი პოზიცია.

ქალწული
ეს დღე ახალი საქმეების დაწყებასა და პერსპექტიულ დაგეგმარებას უკავშირდება. მთელი პირადი გამოცდილება პროექტების წარმოებისას კონცენტრირებაში დაგეხმარებათ, რომლებიც ეს-ესაა დაიწყება. მიიღეთ სიამოვნება და სიხარული სამომავლო გეგმებისგან. რომელიღაც წვეულების განხილვის დროს, განსაზღვრეთ საკუთარი როლი საერთო პროგრამაში.

სასწორი
შესანიშნავი დღეა მეგობრებთან საურთიერთოდ, სასეირნოდ და პერსპექტიული ნაცნობობისთვის. შესაძლოა, ახალი მეგობრებიც გაიჩინოთ. ვარსკვლავები კარგ დღეს უწინასწარმეტყველებენ სტუდენტ სასწორებსაც, რომელთაც გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე და გაატარეთ დღე ხალხმრავალ, ხმაურიან ადგილზე.

მორიელი
რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახში იშვიათი სტუმარი იქნებით. საოჯახო საქმეებზე რეგულარული სამსახურებრივი მივლინებების გამო მოგიწევთ უარის თქმა. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ოჯახი სამაგალითო იყოს.

მშვილდოსანი
ეს დღე, მიუხედავად პრობლემებისა, შემოქმედებითი და საინტერესო იქნება. კარიერაში წინსვლა გელოდებათ. თუკი ამ დღეს მომგებიან წინადადებას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ, დაუყოვნებლივ შეუდექით საქმეს.

თხის რქა
ზღვა იდეები მოგაწვებათ, მაგრამ მათგან რეალურის არჩევა გაგიჭირდებათ. მთელი ენერგია უშედეგო წამოწყებებში დაგეხარჯებათ. აუცილებელია, ისარგებლოთ კალკულატორით, უბის წიგნაკით, კალმით და მუდმივად დაითვალოთ, დაითვალოთ და კიდევ ერთხელ დაითვალოთ. კარგია, თუკი ახალ საქმეს ახლობელ ადამიანთან ერთად წამოიწყებთ.

მერწყული
დღის მეორე ნახევარში ოჯახში უთანხმოება გელოდებათ. არ გამოირიცხება პარტნიორთან კამათი საოჯახო საქმეებთან დაკავშირებით. მიზეზი საოჯახო საქმეებში თქვენ ნაკლებად აქტიურობა და მოვალეობების არასწორად გადანაწილება იქნება. ასევე, გაგიჭირდებათ ფინანსურ ხარჯებში საერთო აზრზე შეთანხმება. შეეცადეთ, საოჯახო ნივთები ერთად შეიძინოთ, რათა დამატებითი წყენა და წინააღმდეგობა არ შეგხვდეთ.

თევზები
პრაქტიკული საქმეებისთვის ეს დღე წარმატებული არ იქნება. შესაძლოა, საქმეებმა დაგაბნიოთ. გარე საუბარმა მიიზიდოს თქვენი ყურადღება, ან სულაც დაუგეგმავ მივლინებაში წახვიდეთ. იმისთვის, რომ შეცდომები აირდიოთ თავიდან, ისწავლეთ კარგი მანერები, ტაქტი, ეკონომია, სიფრთხილე და გაითვალისწინეთ პროფესიონალების რჩევა.

FB კომენტარები

კომენტარი