21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

50
SHARE

ვერძი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან ერთად.

კურო
გაუფრთხილდით ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. შრომა დაგიფასდებათ და წარსულში შესრულებული სამუშაოს შედეგს დღეს მიიღებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მოთმინება გმართებთ.

ტყუპი
მცირე შეფერხებები ნუ შეგაშინებთ, ცოტა ხანში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან; საღამო ოჯახში გაატარეთ.

კირჩხიბი
ნუ მოგერიდებათ, რჩევისთვის კოლეგებს მიმართეთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად, სასურველია, ბუნებაში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად იმხიარულეთ.

ლომი
დაასრულერთ დაწყებული საქმეები. სიფრთხილე

გმართებთ ქმედებებისა და გამონათქვამებისას. შვილების მიმართ მკაცრი ნუ იქნებით. მარტოხელებმა მეტად გაიღიმეთ, მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა.

ქალწული
გადახედეთ წარსულში შესრულებულ საქმეებს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. საყვარელ ადამიანს ეჭვებითა და ზედმეტი მოთხოვნებით ნუ გატანჯავთ.

სასწორი
საქმეების მოგვარება თქვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. რაც დაბრკოლება შეგექმნებათ. წარმატების მიღწევისას, მით ტკბილი იქნება გამარჯვება. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს.

მორიელი
შეისწავლეთ სიტუაცია, მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. კარგია ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვა. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად ეწვიეთ კინოთეატრს, გამოფენას.

მშვილდოსანი
კარგი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიის შესაქმნელად განიხილეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი.

თხის რქა
ბიზნესს გაფართოების შანსი მოგეცემათ და ცოტა ხანში საქმეებში წარმატებას მიაღწევთ. ნუ გაიფუჭებთ დღეს კამათით გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით სასიყვარულო პარტნიორთან. საღამოს დაისვენეთ, გამოიძინეთ.

მერწყული
დაკვირდით მოვლენებს. ისწვალეთ გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება. მარტივად გაუმკლავდებით დაბრკოლებებს. გაუმჯობესეთ რაციონი, მიირთვით ჯანსაღი საკვები. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ და იმხიარულეთ.

თევზები
დღეს სამსახურისა და საოჯახო საქმეებით იქნებით დაკავებული. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. დაივიწყეთ წყენა, კომპლექსები. რომანტიკული ნაცნობობა რომანში გადაიზრდება.

FB კომენტარები

კომენტარი