შვიდი ყველაზე ცივსისხლიანი მკვლელი

2812
SHARE

 7. სიცოცხლე ის არის, რაც მაშინებს, სიკვდილი ის არის, რაც მიხარია, ჩარლზ მენსონი.

  მენსონი ყოფილი ფერმერი და მუსიკოსია. ცნობილი როკჯგუფის Beach boys-ის დამაარსებელი. ადამიანი, რომლის სიმღერებს დღესაც ასრულებებენ მერლინ მენსონი და განზენ როუსი. 1969 წელს კალიფორნიის შტატში მომხდარი ცივსისხლიანი მკვლელობის ორგანიზებისთვის დღემდე სამუდამო პატიმრობაში იმყოფება.
დედა ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, მამა არასოდეს ენახა, მამინაცვალი კი ისე სასტიკად ექცეოდა, რომ არასდროს უყვარდა. არც და ჰყავდა და არც ძმა. გავიდა წლები და გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი ოჯახი, რომელიც გააერთიანებდა ყველა მისნაირ ოჯახის მაძიებელს. მერი ბრუნერი მენსონების ოჯახის პირველი წევრი აღმოჩნდა, მაგრამ ოჯახი მალე იზრდებოდა. ის ღია იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სწამდა, რომ სიცოცხლე ტანჯვა იყო, სიკვდილი კი შვების მომტანი თავისუფლება. 28 – წევრიან ოჯახში, სუზან ატკინსი, ლინდა კასაბიანი, პატრიცია კრინვინკელი და ჩარლზ ვატსონი გამოირჩეოდნენ. სწორედ მათ უკავშირდებოდა ის მკვლელობები, რომლებიც ამერიკის თანამედროვე ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.                              10846936_1521665691418336_122002635_n
1969 წლის 8 აგვისტოს, ჩარლზ მენსონმა ისინი ცნობილი მუსიკოსის ტერი მელჩერის ნაქირავებ სახლში გააგზავნა (ეს იყო ადამიანი, რომელსაც მენსონი უშედეგოდ სთხოვდა მისი მუსიკალური კარიერისთვის ხელის შეწყობას).
დავალება ასეთი იყო: „გაანადგურეთ ყველა და ყველაფერი, რასაც იქ ნახავთ და რაც შეიძლება სასტიკად“.

„ტერი მელჩერი იქ აღარ ცხოვრობდა, სახლს ახალი ბინადრები ჰყავდა: ცნობილი რეჟისორი რომან პონალნსკი და მისი 8 თვის ორსული მეუღლე შერონ ტეიტი, მაგრამ მენსონმა და მისმა ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ მკვლელობის შემდეგ, ტელევიზიით შეიტყო. 8 აგვისტოს ღამეს მათი მსხვერპლი აღმოჩნდა ყველა, ვინც კი ლოს – ანჯელესში, ციელო დრაივზე, N 10050 ბინაში იმყოფებოდა: ორსული შერონ ტეიტი, ცნობილი სტილისტი ჯეი სებრინგი, რომან პოლანსკის საუკეთესო მეგობარი ვოჯჩიც ფრიკოვსკი და მისი მეგობარი ქალი აბიგაილ ფოლგერი. მენსონის მიერ ორგანიზებულ მკვლელობას ჩარლზ ტექს ვატსონი ხელმძღვანელობდა. სახლში შესვლამდე, მან ტელეფონის ხაზები გადაჭრა და სიგნალიზაცია ჩაახშო. გოგონები ფანჯრიდან შეიპარნენ. ჯერ ვოჯჩიცი დაინახეს. მას მისაღებ ოთახში ეძინა, აბიგაილიც იქვე – ბუხართან წიგნს კითხულობდა. შერონი და ჯეი საძინებელში საუბრობდნენ. მკვლელებმა ისინი თეთრი, დაგრეხილი ბაწრით გადააბეს. ჯეი შერონს გამოესარჩლა, ორსულად არის, ის მაინც დაინდეთო, მაგრამ მისმა სიტყვებმა ისე განარისხა ვატსონი, რომ მაშინვე 22 – კალიბრიანი რევოლვერით, შუბლში ორი გასროლით სიცოცხლე მოუსწრაფა. ვიჯჩიცს ჯერ ხელები შეუკრეს და ისე აწამეს. ის მეორე მსხვერპლი აღმოჩნდა. აბიგაილი ოთახიდან გაიქცა, თუმცა პატრიციამ მაინც მოახერხა ეზოში მისი დაჭერა. ვატსონი ჯერ დანით გაუსწორდა, შემდეგ კი იარაღი ესროლა. ორსულმა შერონმა ყველაზე დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მენსონების წინაშე ისიც უძლური აღმოჩნდა. ვატსონმა 16- ჯერ დაარტყა, „არ მებრალები“, – მიაძახა და სიცოცხლესაც გამოასალმა.
მენსონების სისხლიანი მკვლელობები 8 აგვისტოთი არ დასრულებულა. მომდევნო ღამეს, ლოს -ანჯელესში, ვეივერლი დრაივზე, 3301 -ე ბინაში, მათ კიდევ ორი ადამიანი: სუპერმარკეტის მესაკუთრე ლენო ლაბიანკა და მისი მეუღლე როზმარი მოკლეს. მოგვიანებით კი, გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ მენსონების ოჯახის სახელზე კიდევ 3 ცივსისხლიანი მკვლელობა ირიცხებოდა. ჩარლზ მენსონი, რომელიც ოჯახის გურუ და სულის ჩამდგმელი იყო (სწორედ ასე უწოდებდა იგი თავს), აღმერთებდა ადოლფ ჰიტლერს და სძულდა ებრაელები. ის ვერც აფროამერიკელებს იტანდა. სურდა, რომ მისი „ოჯახის მიერ ჩადენილი დანაშაული მათ დაბრალებოდა. გამუდმებით ავალებდა ოჯახს, რომ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ რამე სასტიკი და ცოტა ეშმაკური ნიშანი დაეტოვებინათ. ჰინმანის მკვლელობის ადგილზე მერი ბრაუნმა სისხლიანი პირსახოცით დაწერა: „პოლიტიკური ღორი“, რაც იმ დროს აფროამერიკელების ცნობილი ტერმინი იყო. მენსონს სურდა წამოეწყო რასისტული ომი თეთრებსა და შავკანიანებს შორის. „ჰელტერ სკელტერი“, – სწორედ ასე ეძახდა ის ტერმინს, რომელიც, მისი აზრით, ამ ომის სახელი უნდა გამხდარიყო.
6. მე სერიული მკვლელი ვარ, მე კიდევ მოვკლავდი, აილინ ვუორნოსი

10859320_1521665718085000_765239141_n

 მისი როლის განსახიერებისთვის ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა მსახიობმა შარლიზ ტერონმა კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – ოსკარი მიიღო. აილინი 1956 წელს მიჩიგანის შტატის ქალაქ როჩესტერში დაიბადა. დედა ალკოჰოლზე დამოკიდებული ჰყავდა, მამა კი – პედოფილი. მას შემდეგ, რაც სოციალურმა სამსახურმა აილინის და მისი მცირეწლოვანი ძმის –  ქეითის გაშვილება გადაწყვიტა, მათზე მეურვეობა დედის მშობლებმა აიღეს, თუმცა არც ისინი აღმოჩნდნენ სამაგალითო აღმზრდელები. აილინს და მის ძმას ხშირად უწევდათ მათგან როგორც ფიზიკური, ასევე სექსუალური შეურაცხყოფის მოთმენა.
14 წლის ასაკში აილინი დაორსულდა. ახალშობილი უმალვე გააშვილეს, რადგანაც დედას მძიმე ფსიქიკური აშლილობა შეენიშნებოდა, რომელიც პერიოდულად მჟღავნდებოდა. 15 წლის იყო, როდესაც სახლიდან წავიდა. ფლორიდაში დაბინავდა. უმეტესად ქუჩაში ცხოვრობდა, თავს კი პროსტიტუციით და წვრილ – წვრილი ძარცვებით ირჩენდა. 20 წლის ასაკში მასზე 50 წლით უფროსი, ცნობილი იახტის კლუბის პრეზიდენტი ლიუ გრათც ფელი გაიცნო. შეიძინა ყველაფერი, რაც კი ამდენი ხნის მანძილზე აკლდა, სიყვარული, სითბო, ქონებაც კი, მაგრამ მათმა ქორწინებამ მხოლოდ 9 კვირას გასტანა. 1979 წელს, გეი ბარში უცნობი კაცისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 წლით გაასამართლეს. 1980 წელს იმავე გეი ბარში გაიცნო ადამიანი, რომელიც მომდევნო 4 წლის მანძილზე მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. ეს იყო ქალი ტაირა მური. ფლორიდის შტატში ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული და წარმატებული ოჯახის შვილი. ისინი ერთად ცხოვრობდნენ, აილინი მეძავად მუშაობდა და ქირასაც ასე იხდიდა. ის ემოციური და ქაოსური იყო, მური კი – დინჯი და გაწონასწორებული, მას უყვარდა აილინი, მაგრამ მისი ცხოვრების წესი მისთვის მიუღებელი იყო. სწორედ მისი მეშვეობით მიაგნო საბოლოოდ პოლიციამ აილინ ვუორნერს.
„მე ვკლავ იმისთვის, რომ მძულს სიცოცხლე, მე ვკლავ იმათ, ვინც სიამოვნებით მომკლავდა მე“. აილინმა შვიდი ადამიანი მოკლა, მისი თქმით, ის მხოლოდ იმ ადამიანებს ხოცავდა, რომლებიც ძალადობდნენ მასზე. „მე მოვკალი კაცები, რომლებსაც სურდათ ჩემი გაუპატიურება. მე ვარ ის, ვისზეც ძალა იხმარეს, შეურაცხყეს და მიწასთან გაასწორეს. ჩემზე გადაიღეს ფილმები და დაწერეს წიგნები, შექმნეს სტიკერები და სიმღერები და თქვენ კი სიკვდილით გინდათ დასაჯოთ“?!, – განაცხადა აილინმა ცნობილ ჟურნალისტ ნიკ ბრუნფილდთან ინტერვიუში სიკვდილით დასჯამდე 1 დღით ადრე. 2002 წლის 8 ოქტომბერს ის ფლორიდის შტატში სასიკვდილო ინექციით გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები კი იყო: „მე მივდივარ იქ, სადაც შვხვდები ღმერთს, ანგელოზებს, იმ კეთილ ადამიანებს, რომლებიც აქ არასოდეს მინახავს“.  აილინის  სიკვდილით დასჯის  შემდეგ მისი პერსონაჟი განასახიერა ცნობილმა მსახიობმა  შარლიზ სტერონმა.

5. მკვლელობა იგივეა, რაც სექსი, – ჰენრი ლი ლუკასი

10866843_1521665694751669_1745972199_nჰენრი ლი ლუკასი 11 მკვლელობაში ბრალდებული და 300- ზე მეტ მკვლელობაში, ძარცვასა და გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი სერიული მკვლელია. მასზე არაერთი ფილმია გადაღებული: „ჰენრი – სერიული მკვლელის პორტრეტი“ (1990),  „სერიული მკვლელის აღსარება“ (1985). ყველა მათგანი ჰენრის მოგონებებზე და აღსარებაზეა დაფუძნებული.  ის 1939 წლის 23 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ ბლექსბურგში დაიბადა. ცხრა დედმამიშვილი ჰყავდა. თავად კი ყველაზე უმცროსი იყო. დედა განსაკუთრებით უყვარდა, მაგრამ ვერასდროს პატიობდა იმას, რომ 3 წლამდე კაბას აცმევდა და ისე ექცეოდა, როგორც თოჯინას, რომლის ერთადერთი ღირსებაც ის იყო, რომ კაბა ეცვა.
ლუკასის პირველი მსხვერპლიც დედა აღმოჩნდა. 1960 წლის 11 იანვარს ქალი დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობისგან გარდაიცვალა. ლუკასს 20-დან 40 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ათი წლის შემდეგ ამნისტია შეეხო და ძველი ცხოვრების წესსაც დაუბრუნდა. 1971 წელს, განთავისუფლებიდან 1 წელიწადში, კვლავ დააპატიმრეს, მიზეზი არასრულწლოვანი გოგოს გატაცება და გაუპატიურება იყო. 1976 წელს კი ისევ შეიწყალეს. ამჯერად მიჩიგანის შტატში გადაბარგდა. იქ კი გაიცნო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შეცვალა. ოტის ტული უკვე შემდგარი სერიული მკვლელი იყო. მან ზუსტად იცოდა, როგორ შეესხა ხორცი მისი ავი ფანტაზიისთვის და როგორ დაეხოცა ადამიანები ისე, რომ ეჭვი არავის აეღო. ის მალევე ლუკასის შეუცვლელი პარტნიორი გახდა. ისინი ერთად მოგზაურობდნენ და შავბნელ საქმეებსაც ერთად სჩადიოდნენ. ძარცვა მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, მსხვერპლი კი უმეტესად ქალი იყო. ოტისთან ერთად მისი ახალგაზრდა უნარშეზღუდული დისწული ცხოვრობდა. თუმცა ლუკასისთვის ამას ხელი არ შეუშლია და ის მალე შეუყვარდა. მათმა ურთიერთობამ დიდხანს არ გასტანა. რამდენიმე კვირის შემდეგ, მორიგი კონფლიქტის დროს, ლუკასმა ბექი მოკლა. 1999 წელს „ეი-ბი-სისთან“ინტერვიუში ლუკასმა განაცხადა: „მე არასდროს ვიმახსოვრებდი მკვლელობას, მე მკვლელობიდან მკვლელობისკენ მივდიოდი“. სწორედ ასე აღმოჩნდა, რომ ლუკასის სახელზე 300-ზე მეტი მკვლელობა ირიცხებოდა, მაგრამ 11-იც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ტეხასის შტატში სიკვდილი მიესაჯათ. 1998 წელს ჯორჯ ბუშის რეფორმების შედეგად სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. 2001 წელის მარტში, 61 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
2.დიახ, მე ვკლავდი ადამიანებს. ისინი არ იმსახურებდნენ სიცოცხლეს, – ოტის ელვუდ ტული

10850601_1521665721418333_2144639654_nოტის ტულისა და ჰენრი ლუკასის ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ოტისი 1947 წლის 5 მარტს ფლორიდას შტატში, ქალაქ ჯაკსონვილში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ტულის დედა რელიგიური ფანატიკოსი იყო, მაგრამ შვილისთვის არც ისეთი კარგი დედა აღმოჩნდა, როგორც ბევრს ეგონა. „ის ხშირად მცემდა, მაცმევდა ჭრელა – ჭრულა კაბებს და მაძულებდა, ვყოფილიყავი სიუზი.“  მამა ალკოჰოლზე დამოკიდებული ჰყავდა, რომელიც არასოდეს ენახა, აი, დედის ბაბუა კი ქალაქში განთქმული სატანისტი იყო. ისინი ხშირად ძარცვავდნენ სასაფლაოებს და ატარებდნენ სხვადასხვა სისხლიან რიტუალს. ოტისი მისი საყვარელი შვილიშვილი იყო. „სატანის შვილი“, – სწორედ ასე მიმართავდა იგი მას, მაგრამ ოჯახური იდილია მას შემდეგ დაირღვა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ოტისი გეი იყო. გონებრივად ჩამორჩენილი და ეპილეფსიის მძიმე ფორმით დაავადებული ოტისი პროსტიტუციით ირჩენდა თავს. სტაბილური საცხოვრებელი არ ჰქონდა. ამიტომაც ხან ტყეს აფარებდა თავს, ხან ავტოსადგომებს და ხანაც მივარდნილ შენობებს.
პირველი მკვლელობა 14 წლის ასაკში ჩაიდინა, ახალგაზრდა ტურისტი, რომელმაც სექსი შესთავაზა, ჯერ დანით მოკლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა. 17 წლის ასაკში მეორე მკვლელობა ჩაიდინა, მისი მსხვერპლი 24 წლის პატრიცია ვები აღმოჩნდა, მესამე კი – 31 წლის ელენ ჰოლმანი. 1975 წელს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და იქორწინა 25 წლით უფროს ქალზე, თუმცა ქალმა მალევე მიატოვა ოტისი, რადგანაც შეიტყო, რომ ის გეი იყო. ოტისის თქმით, ქორწინება, რომელიც ვერ შედგა, საჭირო იყო  იმისთვის, რომ დაემალა სექსუალური ორიენტაცია.
1976 წელს მან გაიცნო ჰენრი ლუკასი, ადამიანი, რომელთანაც, მისი თქმით, 108 სისხლიანი დანაშაული აკავშირებდა. ოტისის მსხვერპლი იყო ყველა –  ქალიც და კაციც, ახალგაზრდაც და ასაკოვანიც, მაგრამ 1981 წელს 6 წლის ჰოლივუდელი ადამ ვოლშის მკვლელობის გამო ის სამუდამოდ შევიდა ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელთა სიაში. ფილმი: „ჰენრი – სერიული მკვლელი“ პორტრეტი გახდა ჰენრი ლუისის ცხოვრებისა, რომელიც ასახავს ოტის ტულის ცხოვრების დეტალებს და მის დანაშაულებსაც. 1984 წელს, ფლორიდის უმაღლესმა სასამართლომ ტულს 2 სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რომელიც მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. 1996 წლის 15 სექტემბერს ის თავის საკანში, ღვიძლის ცეროზით გარდაიცვალა. ის იქვე ციხესთან დაასაფლავეს, რადგანაც მისი გვამი არცერთ ნათესავს არ გამოუთხოვია.

3.მე მხეცი ვარ – ბუნების შეცდომა, – ანდრეი ჩიკატილო   

10872320_1521665714751667_439669319_n  საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე 1936 წლის ოქტომბერში დაბადებულ ანდრეი ჩიკატილოს უკავშირდება. 53 ადამიანის მკვლელობისთვის ის მშობლიურ უკრაინაში, 1994 წლის 14 თებერვალს,  57 წლის ასაკში დახვირტეს.    ჩიკატილო უკიდურეს გაჭირვებაში გაიზარდა, ორივე მშობლები ფერმერები იყვნენ, მაგრამ იმდროინდელი საბჭოთა წესების მიხედვით არანაირ ანაზღაურებას არ იღებდნენ, მხოლოდ მცირედი მოსავლის მოყვანის უფლება ჰქონდათ. მოგვიანებით ჩიკატილო ინტერვიუებში აცხადებდა, რომ პურის გემო მხოლოდ 12 წლის ასაკში გაიგო. შიმშილს ისინი ხშირად ბალახების და ფოთლების ჭამით იკლავდნენ.  მეორე მსოფლიო დროს  ანდრეი ჩიკატილოს მამა წითელგვარდიელებთან იბრძოდა. ეს პერიოდი, ისევე როგორც მთელი საბჭოთა კავშირისთვის, ასევე უკრაინისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. დედის გადმოცემით, ძმა – სტეფანე, გაუსაძლისი შიმშილის დროს მეზობლებმა შეჭამეს. ქალს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და ის ხშირად ეჩხუბებოდა ანდრეის, ხან მიზეზით, ხან კი – უმიზეზოდ.  ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, წარჩინებული მოსწავლე იყო. სკოლაში მას ბეჯით, ნიჭიერ და დინჯ ახალგაზრდად ახასიათებდნენ. სკოლა წითელ დიპლომზე დაამთავრა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა, თუმცა არასაკმარისი ქულების გამო მცდელობა კრახით დასრულდა. ის მალევე ჯარში გაიწვიეს. სწორედ აქ აღმოჩნდა, რომ ის იმპოტენტი იყო. ჯარში მას ხშირად ამცირებდნენ და დასცინოდნენ. შინ დაბრუნებულმა თავის მოკვლაც კი სცადა, მაგრამ დედამ და დამ პირდაპირ ბაწრიდან ჩამოხსნეს. ჩიკატილომ მაინც მოახერხა უნივერსიტეტში ჩაბარება და ინჟინრის დიპლომის აღება. 1964 წელს მან ცოლი შეირთო, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.
1978 წელს იწყება ჩიკატილოს მკვლელობების სერია. პირველი მსხვერპლი 9 წლის ბავშვი იყო. მას არ სურდა ბავშვის მოკვლა, მაგრამ მან წინააღმდეგობა გაუწია, ყვირილი დაიყო და, როგორც ჩიკატილომ მოგვიანებით თქვა, სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. მან  9 წლის ელენა ზაკოტნევა ბალიშით მოგუდა. 1990 წლის ბოლოსთვის  ჩიკატილოს სახელზე უკვე 53 მკვლელობა ირიცხებოდა. თავის მსხვერპლს ის საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხვდებოდა: ავტობუსის გაჩერებებზე, ავტოვაგზალზე, ესაუბრებოდა და ნელ-ნელა თავისკენ იტყუებდა. 1991 წლის დეკემბერში ჩიკატილო დააპატიმრეს. 1994 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა უარი განაცხადა სასიკვდილო სასჯელის სამუდამო პატიმრობით შეცვლაზე. 1994 წლის 14 თებერვალს ის დახვრიტეს.

2. ერთით ნაკლები ადამიანი დედამიწაზე?! და მერე რა?! -ტედ ბუნდი

10841680_1521665698085002_2030243321_n„ყველაზე სასატიკი, ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელებს შორის“, – სწორედ ასეთი დახასიათება მისცა ფლორიდის უმაღლესმა საბჭომ ადამიანს, რომელმაც 1989 წელს ფლორიდის შტატში სამი სასიკვდილო განაჩენის გამო ელექტროსკამზე დალია სული. ტედ ბუნდი არცთუ ისე წარმატებულ ოჯახში დაიბადა. მამის ვინაობა არ იცოდა, თუმცა ამბობდნენ, რომ ის საკუთარ დედას მისი მამისგან ჰყავდა. ტედის ბაბუა სამუელ კოველი მათ დასახლებაში ცნობილი იყო თავისი სისასტიკით. სძულდა შავკანიანები, იტალიელები, ებრაელები და კათოლიკეები. სასტიკად სცემდა ცოლს, აწამებდა მეზობლის ძაღლებსა და კატებს. ვინაიდან ბუნდის მამა უცნობი იყო, ბებიამ და ბაბუამ მითქმა – მოთქმის თავიდან ასაცილებლად ტედი შვილად აიყვანეს. 12 წლამდე საკუთარ დედას დას ეძახდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დამ გვარის შეცვლა და სხვა შტატში გადასვლა გადაწყვიტა, ყველაფერი შეიტყო. არცთუ ისე წარმატებულ ოჯახში დაბადებულმა მაინც შეძლო კარგი კარიერის გაკეთება. წარმატებით დაამთავრა სკოლა და შემდეგ  უნივერსიტეტი. ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, მოგვიანებით კი სწავლა სამართლის სკოლაში განაგრძო. მუშაობდა სიეტლის სუიციდის „ცხელ ხაზზე“, იყო განსაკუთრებით ნაკითხი და განათლებული. ნაცნობები ახასიათებდნენ როგორც ნათელი გონების, ერუდირებულ ემოციურ და ცოტა აგრესიულ ახალგაზრდას, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ტედი, მართლაც,  განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. მისი ათლეტური აღნაგობა და მეტყველი ცისფერი თვალები გულგრილს ვერავის ტოვებდა. 1971 წელს მან შეწყვიტა სწავლა სამართლის სკოლაში, დაშორდა საცოლეს და სადღაც გაუჩინარდა. სწორედ აქედან დაიწყო ქალაქ ვაშინგტონში ახალგაზრდა სტუდენტი გოგონების გაუჩინარება. მკვლელობამდე ის სასტიკად უსწორდებოდა მსხვერპლს, სცემდა, აუპატიურებდა, დაბოლოს, კლავდა. 36 -ზე მეტი მკვლელობისთვის გასამართლებულ და 100- ზე მეტ მკვლელობაში ეჭვმიტანილს 1980 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ის იყო პირველი ადამიანი  თანამედროვე ამერიკის ისტორიაში, ვის სასამართლო სხდომასაც მთელს კონტინენტზე პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ. გარდა ამისა, მისი პირადი საქმე გააშუქა 250 -ზე მეტმა ჟურნალისტმა 5- ვე კონტინენტზე.

1.რელიგია სუსტი ადამიანების ხვედრია. რატომ უნდა ვიწამო უზენაესი, თუ თავად ვარ უზენაესი? – ანდრეს ბერინგ ბრეივიკი

10867135_1521665708085001_328423944_nის 1979 წლის 13 თებერვალს ნორვეგიის ქალაქ ოსლოში, დიპლომატის ოჯახში დაიბადა. ერთი წლის  იყო, როდესაც მშობლები განქორწინდნენ. მამამ მეორე ცოლი შეირთო, დედაც დაოჯახდა, თუმცა ის არ იყო ბრეივიკისთვის საუკეთესო დედა. მას ხშირად სცემდა და ეუბნებოდა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ბრეივიკი მოკვდებოდა.
ანდრესს 4 წლიდან შეენიშნებოდა მსუბუქი ფსიქიკური აშლილობა, თუმცა მაშინ ამას  ყურადღებას არავინ აქცევდა. თვლიდნენ, რომ დეპრესია მშობლების განქორწინებით მიღებული სტრესის შედეგი იყო.  2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა. კუნძულ უტოიაზე საზაფხულო ბანაკში, ასობით შეკრებილ სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ახალგაზრდას ნორვეგიელმა ანდრეს ბერინგ ბრეივიკმა ცეცხლი გაუხსნა. 77 უდანაშაულო ახალგაზრდა გარდაიცვალა და  319-ზე მეტი მძიმედ დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანიც. მოგვიანებით იმავე წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მკვლელობის მიზეზად ბრეივიკი იმას დაასახელებს, რომ მას არ სურდა დასავლეთ ევროპაში და, მითუმეტეს, ნორვეგიაში ეთარეშათ მუსულმანებს. შრომის პარტიას კი პასუხი უნდა ეგო იმისთვის, რაც ნორვეგიას დამართა.
ანდრეს ბრეივიკი ნორვეგიის კანონმდებლობის 147-ე მუხლით გაასამართლეს. ის 21 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 2011 წელს ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებულმა ფსიქიატრიულმა კვლევამ დაადგინა, რომ ბრეივიკს მძიმე ფსიქიკური აშლილობა – შიზოფრენია ჰქონდა, დაავადება პერიოდულად უმჟღავნდებოდა. სასამართლოში დიდხანს დავობდნენ, გაეგზავნათ იგი მენტალურად ავადმყოფი ადამიანების ჰოსპიტალში თუ დაეტოვებინათ  საპატიმროში. ბრეივიკმა ამაზე მოგვიანებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „უნდა ვაღიარო, ეს ყველაზე საშინელი ამბავია, რაც კი შეიძლებოდა ოდესმე შემთხვეოდა. პოლიტიკური პატიმრის მენტალურად ავადმყოფი ადამიანების ჰოსპიტალში გაგზავნა უფრო სადისტური და სატანისტურია, ვიდრე მისი უბრალოდ მოკვლა“. ბრეივიკს გაუმართლა, რადგანაც ფსიქიატრიულმა კვლევამ ისიც დაადგინა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ის საღად აზროვნებდა და, უფრო მეტიც, მის მიერ ჩადენილი დანაშაული ხანგრძლივი დაგეგმვისა და მზადების შედეგი იყო. 

21-ე საუკუნის შვიდი ყველაზე საზარელი მკვლელი  ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოძალადე ოჯახში დაბადებულ ბავშვებში გაცილებით დიდია დანაშაულის ჩადენის ალბათობაა, ვიდრე მათში, ვინც ოჯახურ იდილიაში, სითბოსა და სიყვარულში იზრდება. ყველაფერი ისეა, როგორც ძველ ქართულ ანდაზაში: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“.  სიძულვილი სიყვარულს ვერასდროს მოიმკის, აი სიყვარულით კი მთებს გადადგამს კაცი და სიძულვილსაც იოლად დაამარცხებს.

 ნინი ჯაფარიძე

 

 

 

 

FB კომენტარები

კომენტარი