როდესაც ასტეროიდზე ვსაუბრობთ, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ფილმი „არმაგედონი“ არ გახსენებია თავის მთავარ გმირთან, ბრუს უილისთან ერთად, რომელიც კაცობრიობას სიცოცხლის ფასად გადაარჩენს.
რეალობაში, მეცნიერები, ძირითადად, ახერხებენ სხვადასხვა ასტეროიდის დედამიწასთან ჩაფრენის კუთხის გამოთვლას და, ჯერჯერობით, საფრთხე არ შეგვქმნია „რამის დაცემისა“.
თუმცა, დაიდო ახალი კვლევაც, რომლის თანახმადაც:
ასტეროიდი, სახელად 99942 აპოფისი ერთ-ერთი იმათგანია, რომლის ორბიტამაც დედამიწასთან შემაშფოთებლად ახლოს შეიძლება, გაიაროს.
370 მეტრის სიგრძის ეს კოსმოსური ნამტვრევი 2004 წელს აღმოაჩინეს და ,,ნასა,, მას მუდმივად „დარაჯობს“.
2029 წელს აპოფისის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა გამორიცხეს, 2068 წლისთვის კი ალბათობა 150 000–ში ერთია. იმ შემთხვევაში, თუ ასე მოხდა, აღნიშნული ატომურ აფეთქებაზე უფრო გრანდიოზულს გამოიწვევს, რაც ძალიან დამაზიანებელი იქნება.