ფენ-შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი ყოველთვიურად ქმნის აღმოსავლური კალენდრის მიხედვით საუკეთესო თარიღებს, რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ მოიზიდოთ სიკეთე და კეთილდღეობა.ამჯერად გვიზიარებს თმის შეჭრისთვის ხელსაყრელ თარიღებს:
4 დეკემბერი ძალიან კარგია თმის შეჭრა მათთვის ვისაც გინდათ მოიზიდოთ უეცარი საჩუქრები,გაგიმართლოთ საქმეებში, ასევე კარგია ფინანსების მოსაზიდად;
5 დეკემბერი გაგხდით ბევრად მიმზიდველს,ლამაზს. ასევე კარგია მეგობრებთან და ახლო ადამიანებთან სიტუაციების აღდგენის და გამოსწორებისთვის;
6 დეკემბერი ახალი შენაძენების მოსაზიდად ძალიან კარგია (თუ დაგეგმილი გაქვთ უძრავი მოძრავი ნივთების შეძენა);
9 დეკემბერი ძალიან კარგია 60 წლის ზევით ადამიანებისთვის თმის შესაჭრელად. მას ასევე სიცოცხლის გახანგრძლივების თმის შეჭრის დღეს ვეძახით;
10 დეკემბერი ძალიან კარგია 60 წლის ზევით ადამიანებისთვის თმის შეჭრა. მას ასევე სიცოცხლის გახანგრძლივების თმის შეჭრის დღეს ვეძახით.
11 დეკემბერი თმის შესაჭრელად კარგია ურთიერთობების აღსადგენად და ასევე რომანტიკული სიტუაციების მოსაზიდად;
13 დეკემბერი ძალაუფლების და რეპუტაციის მოსაზიდად, ახალ პროექტებში და საქმეებში წარმატების მოსახვეჭად;
14 დეკემბერი სწავლასა და ინტუიციის გაძლიერებაში დაგეხმარებათ,იდეალურია სტუდენტებისთვის და ბავშვებისთვის;
15 დეკემბერი წარმატებას მოიზიდავთ, მეტად იღბლიანი გახდებით,ყველანაირ პრობლემას მარტივად გადალახავთ.
18 დეკემბერი ბარაქის მომტანია;
19 დეკემბერი ცხოვრება გახდება კომფორტული, იღბლიანობას მოიზიდავთ, ასევე ფინანსური ენერგიების შემოდინება გააქტიურდება;
22 დეკემბერი მოიზიდავთ საჩუქრებს, ასევე ახალ, კარგ ამბებს;
23 დეკემბერი მოიზოდავთ დამხმარე ადამიანებს,მეგობრები და ახლო ადამიანები ეცდებიან თქვენს დახმარებას;
26 დეკემბერი სამსახურთა მაძიებელთათვის იდეალურია. ასევე შესაძლებლობები გაგეხსნებათ ახალ საქმეებში,ფინანსური შემოსავლებიც გააქტიურდება;
27 დეკემბერი მიმზიდველი გახდებით ენერგეტიკულ დონეზე. მოიზიდავთ სასიამოვნო სიტუაციებს, კომფორტული და ჰარმონიული გახდება თქვენი ცხოვრება.